ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

ამაზონის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული შოპინგ აპლიკაცია

ამაზონი ამერიკის ყველაზე პოპულარული შოპინგ აპლიკაციაა. 2019 წლის სექტემბერის თვის მონაცემებით ამაზონის მობილურ აპლიკაციას 150.6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. 

ამაზონის სტატისტიკა 1
წყარო, Statista, 2019

მობილური აპლიკაციის მომხმარებლების რიცხვით ის მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა ცნობილი აპლიკაციებს.

მომხმარებლები ენდობიან ამაზონს 

2000 – ზე მეტი ამერიკელი მომხმარებლის გამოკითხვაზე დაყრდნობით, მყიდველების 89% ამბობს, რომ ისინი უფრო მეტად არიან განწყობილნი, იყიდონ პროდუქტი ამაზონზე, ვიდრე სხვა ონლაინ მაღაზიაში.

ამაზონის სტატისტიკა 2
წყარო: Feedvisor, 2019

ნდობა, რომელიც ამაზონის მიმართ აქვთ მომხმარებლებს, წლების განმავლობაში კომპანიის დაუღალავი მუშაობის შედეგია.

პრაიმის გამომწერების რიცხვი

ამაზონის სტატისტიკა 3
წყარო: Statista, 2019

პრაიმის გამომწერებს შორის ელექტრონიკის, ტანსაცმლის და საოჯახო ნივთების კატეგორია ყველაზე პოპულარულია.

2019 წლის თებერვლის გამოკითხვის მიხედვით, ამაზონ პრაიმის გამომწერების 20% ამბობს, რომ ამაზონზე კვირაში რამდენჯერმე შოპინგობენ, ხოლო 7% – ყოველ დღე ან თითქმის ყოველ დღე.

პროდუქციის რიცხვი

ამაზონის სტატისტიკა 3
წყარო: Scrapehero, 2019

ყველასთვის ცნობილია, რომ ამაზონზე პროდუქციის დიდი არჩევანია. მაგრამ კონკრეტულად რამდენი?

2019 წლის აპრილის თვეში ამ რიცხვმა 119 928 851 ერთეული პროდუქტი შეადგინა.

ამ რიცხვებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი პროდუქტი წიგნების კატეგორიაშია 44.2 მილიონი წიგნით. შემდეგ მოდის ელექტრონიკა – 10.1 მილიონი პროდუქტი. მესამე ადგილზეა სახლი & სამზარეულო 6.6. მილიონი პროდუქტით.

ყველაზე პოპულარული კატეგორია – ელექტრონიკა

ამაზონის სტატისტიკა 5
წყარო: Feedvisor, 2019

ყველაზე პოპულარული კატეგორია ამაზონზე ელექტრონიკაა. ამაზონის ამერიკელი მომხმარებლების 44% – მა სწორედ ელექტრონიკის კატეგორიიდან შეიძინა ნივთები.

 ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ბიჟუტერია – 43% 

 სახლი & სამზარეულო – 39%

Amazon Prime Day

ამაზონ პრაიმი
წყარო: CNBC, 2018

Amazon Prime Day შოფინგისას 2018 წელს მომხმარებლებმა 100 მლნ – ზე მეტი პროდუქტი იყიდეს.

Amazon Prime Day 2015 წელს,  20 წლის იუბილეზე დაანონსა კომპანიამ.

შოპინგი ლეპტოპიდან თუ მობილურიდან

სოპინგი მობილურით თუ ლეპტოპით
წყარო: Cpcstrategy, 2018

ამაზონის მომხმარებლების 67 % უპირატესობას ამჯობინებს კომპიუტერიდან/ლეპტოპიდან ნივთების გამოწერას. თუმცა უშუალოდ ნივთის შესყიდვას მობილურის საშუალებით ნივთების შერჩევა უძღვის წინ.

1 წთ-ში გაყიდული პროდუქციის რიცხვი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე
წყარო: Amazon, 2019

ამაზონზე ამერიკაში  1 წთ – ში 4000 პროდუქტს ჰყიდიან საშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

საინტერესოა, რომ მსოფლიო მასშტაბით ამაზონზე გაყიდული პროდუქციის ნახევარზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.

გამყიდველების რიცხვი

ამაზონზე 2.5 მილიონზე მეტი აქტიური გამყიდველია ე.წ. seller.

ამაზონის სტატისტიკა 9
Marketplacepulse, 2019

ამაზონზე ტოპ სელერებს ეკუთვნით გაყიდვების მთლიანი მოცულობის ძირითადი წილი. თუმცა ამაზონი ყველა მერჩანთს სთავაზობს შესალებლობებს წარმატებული გაყიდვებისთვის.

ამაზონი ინსპირაციისთვის

ამაზონის სტატისტიკა 10
Episerver, 2019

საინტერესოა, რომ ონლაინ მყიდველების 23 % სწორედ ამაზონზე შედის იდეებისთვის, მაშინ როცა არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რისი შეძენა სურს.

სტატია მომზადებულია 10 Amazon Statistics You Need to Know in 2020 -ს მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?

დროფშიფინგი

დროფშიფინგი

საიდან დაიწყო დროფშიფინგი? როდის შეიქმნა ელექტრონული კომერციის ეს მოდელი და როგორ გახდა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი მომგებიანი ინდუსტრია?