ტექნოლოგიები ხელოვნებაში-იმერსიული ხელოვნება
მესამე ათასწლეულის ხელოვნებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი მულტიმედია არტის ახალი ფორმა-იმერსიული ხელოვნებაა. იმერსიული ხელოვნება წარმოადგენს მულტიმედიურ ნამუშევრებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების წყალობით ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა დარგებს: არქიტექტურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, პოეზია, ლიტერატურა. იმერსიული ხელოვნება შეიძლება აღვწეროთ, როგორც ხელოვნებაში შესვლის საშუალება, მაყურებლის მიერ ხელოვნების შთანთქმა და პირიქით, ხელოვნებასთან ადამიანის შერწყმა, როგორც მისი აუცილებელი ნაწილის. […]