დაბუსტვა თუ რეკლამაზე გაშვება

დაბუსტვა თუ რეკლამაზე გაშვება

განსხვავება ფეისბუქის რეკლამის 2 ფორმატს შორის

Boost post

პოსტის დაბუსტვა – ფეისბუქზე რეკლამის გაშვების ყველაზე მარტივი ფორმა სწორედ „დაბუსტვაა“. Boost – ის ღილაკზე დაკლიკებით ვუთითებთ სასურველ ბიუჯეტს, ხანგრძლივობას, აუდიტორიას და პოსტი უკვე დაბუსტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ნახავს უფრო მეტი ადამიანი ფეისბუქზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამის გაკეთება უმარტივესია და არანაირ განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს, ტერმინი „დაბუსტვა“ ერთგვარად არაპროფესიონალურ ტერმინად აღიქმება.

რეკლამის გაშვება სარეკლამო მენეჯერიდან

ფეისბუქზე რეკლამა, რომელიც შექმნილია სარეკლამო მენეჯერიდან, იძლევა დეტალიზაციის  მეტ შესაძლებლობებს. თუმცა, ამის სწორად გაკეთება უფრო რთულია და დამაბნეველიცაა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

უპირატესობები:

  • სარეკლამო მიზნის შერჩევა

თუ პოსტის დაბუსტვისას რეკლამის ოპტიმიზირება ძირითადად ხდება ე.წ. ლაიქებზე, გაზიარებებსა და კომენტარებზე, სარეკლამო მენეჯერში მარკეტინგული მიზნების გაცილებით დიდი არჩევანია. რეკლამის ოპტიმიზირება შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებელმა განახორციელოს შესყიდვა, გადმოვიდეს საიტზე, ნახოს ვიდეო, გადმოწეროს აპლიკაცია და ა.შ.

  • მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა

აუდიტორიის შერჩევა რეკლამის ეფექტურობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დეტალია.  ასაკი, სქესი, ინტერესები,  აუდიტორიის სხვადასხვა ტიპების (ე.წ. lookalike audiences, custom audiences) შერჩევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სარეკლამო შედეგებს.

  • განთავსების არხები

იქიდან გამომდინარე, რომ ფეისბუქი თავის პლატფორმას ცალ-ცალკე ფლეისმენთებად ჰყოფს, სარეკლამო მენეჯერიდან რეკლამის გაშვებისას ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ან გამოვრიცხოთ ინდივიდუალურად სხვადასხვა არხები. მაგ.: გამოვრიცხოთ ინსტაგრამი, დავტოვოთ მხოლოდ მესენჯერი და ფეისბუქის ნიუსფიდი, შევზღუდოთ რეკლამის გაშვება მობილურ მოწყობილობებზე და ა.შ.

  • კრეატივი

სარეკლამო მენეჯერში რეკლამის ვიზუალის შერჩევის უფრო მრავალფეროვანი არჩევანი და დეტალიზაციაა შესაძლებელი. მაგ.: Instant experience რომელიც full screen mobile experience -ს იძლევა, მხოლოდ სარეკლამო მენეჯერიდაა შესაძლებელი, ასევე call to action (CTA) ღილაკების უმრავლესობა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომხმარებელმა მარტივად განახორციელოს სასურველი მოქმედება, მხოლოდ სარეკლამო მენეჯერიდან შეირჩევა.

ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშნველოვანია დასაწყისშივე იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნის მიღწევა სურს. ხოლო იმისთვის, რომ რეკლამამ იმუშაოს ეფექტურად, მეტი დეტალიზაცია აუცილებელია. ამის შესაძლებლობებს კი ფეისბუქის სარეკლამო მენეჯერი ფაქტიურად ამოუწურავად იძლევა.

მსგავსი სტატიები

shoploop google shopping platform

Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა გუგლისგან

Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა ბრენდებსა და ინფლუენსერებს საშუალებას აძლევს შექმნან პროდუქტის მოკლე ვიდეო რივიუები, ხოლო მომხმარებლებს – ერთ პლატფორმაზე აღმოაჩინონ და შეიძინონ ეს პროდუქცია. „აღმოაჩინე, შეაფასე და შეიძინე სასურველი პროდუქტები ერთ პლატფორმაზე“ – ასე დაანონსა გუგლმა Shoploop – ი. როგორც პროექტის ავტორი Lax Poojary  განმარტავს, ეს იდეა მას მომხმარებლის ქცევამ შთააგონა. დღეს მომხმარებელს […]

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში დღითიდღე მატულობს. გაინტერესებს ქართველი მომხმარებლების  ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ოთხეული?