Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

Covid 19 პანდემიამ მეტნაკლებად ყველა ინდუსტრიაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა, მაგრამ განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიები და სტარტაპები აღმოჩდნენ რთულ სიტუაციაში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდემდე  გაგრძელდება კრიზისის შემდგომი ბიძგები. რა დრო დასჭირდება იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ზოგადი ტრენდი კრიზისამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

ბევრი ბიზნესი ცდილობს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უარყოფით ეკონომიკური ეფექტის შესამსუბუქებლად.

კრიზისის ფონზე ანალიტიკურ ტექ კომპანიებს შანსი მიეცათ, სასარგებლო ინსაითებით არამარტო თავისი წვლილი შეიტანონ კრიზისის შემსუბუქებაში, არამედ გაამყარონ ურთიერთობები არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებით.

CHAOS 

CHAOS ფინური ტექ სტარტაპია. ის ქმნის პლატფორმას, სადაც  თავმოყრილი იქნება ყველა ტიპის ურბანული ინფორმაცია:

  • ადმინისტრაციული ერთეულების სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემები;
  • მონაცემები ხალხის გადაადგილების შესახებ;
  • ინფრასტურქტურა და სერვისები;
  • ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ;
  • უძრავი ქონების ფასები და ასე შემდეგ.

მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია ხდება გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) და უახლესი ავტომატიზირებული machine learning ალგორითმების საშუალებით .

Პროდუქტი შედება 3 პაკეტისგან, რომელიც მუდმივი განვითარების და გაუმჯობესების პროცესშია.

  • CHAOS Essentials
  • CHAOS Assets
  • CHAOS Liveability.

Თითო პაკეტი შეიცავს ე.წ. Ინდექსების ნაკრებს, რომლებიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ურბანული სივრცის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

როგორ ხდება ამ მონაცემების პრაქტიკაში გამოყენება

Დამუშავებული ინფორმაციის ვიზუალიზაცია ხდება აპლიკაციაში და მიეწოდება კლიენტებს დამუშავებული ფორმით. Მაგალითად, ქალაქის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაინტერესდეს:

  • რამდენად მიმზიდველი და მოხერხებულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად;
  •  რა სერვისები გააუმჯობესებდა არსებულ მდგომარეობას;
  • რა სოციო-ეკონომიკური ფონია სხვადასხვა უბნებში;
  • არის თუ არა სეგრეგაციის პრობლემები და სხვ.

ინვესტორებს და დეველოპერულ კომპანიებს ხშირად აინტერესებთ ფასების დინამიკა და უძრავი ქონების ბაზრის პროგნოზი. Ასევე  ის, თუ როგორ იცვლება ტრენდები და მომხმარებლის მოთხოვნილებები ბაზარზე.

CHAOS – ის პროდუქტიდან ბევრი სასარგებლო და დღევანდელი სიტუაციაში აქტუალური ინფორმაციის მიღება შეიძლება.

კომპანიამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია შეიძლება შესთავაზოს როგორც საჯარო სექტორს, ასევე დეველოპერულ კომპანიებს, ინვესტორებსა და ბიზნეს პარტნიორებს.

პანდემიის პირობებში კომპანია ორ პროდუქტს, როგორიცაა Crowd Insights და Crowd Ideas დროებით უფასოდ სთავაზობს მომხმარებლებს. ეს ქალაქის მუნიციპალიტეტებს სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას მისცემს მოქალაქეების აზრის გასაგებად.

  • ქალაქის დაგემარებასა თუ განვითარებაში ჩართულ ყველა საჯარო თუ იურიდიულ პირს შეუძლია, მოისმინოს მოქალაქეების აზრი კონკრეტულ პროექტებზე ან უბრალოდ ხალხის იდეები ამა თუ იმ ადგილის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
  • ინფორმაცია ხალხის გადაადგილების სქემის შესახებ ქალაქის გამგეობას ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაში ეხმარება, ხოლო სერვის პროვაიდერებსა და რითეილერეს იმის დაგეგმვაში, თუ სად რა სერვისის შეთავაზება იქნება ოპტიმალური.
  • Იმის ცოდნა თუ რომელ უბნებშია  რისკ ჯგუფების დიდი კონცენტრაცია,  საშუალებას მისცემს პასუხისმგებელ ორგანოებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ.
  • Იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იცვლება სამშენებლო ინდუსტრია და ინვესტიციების რაოდენობა, უძრავი ქონების ბიზნესს შეუძლია, უკეთესად მოემზადოს და შესაბამისი ზომები მიიღოს კრიზისის ეფექტის შესამსუბუქებლად.
  • საცხოვრებლად ვარგისიანობის (living convenience) ინდექსი აჩვენებს, რომელ ადგილებშია ყველა საჭირო სერვისი ფეხით სავალ მანძილზე (დაახლოებით 10 წუთის სავალზე) და  სად არის დანაკლისი (ანუ მაღალი მოთხოვნა). Შესაბამისად სერვის პროვაიდერებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება, რათა შეაფასონ სად შეიძლება რელოკაცია კრიზისის შემდგომ შემოსავლის გასაუმჯობესებლად.

სტატია მომზადებულია Chaos against covid-19 – ის მიხედვით.

ავტორი: Valeri Tsatsishvili

PhD. Data scientist at CHAOS

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

დროფშიფინგი

დროფშიფინგი

საიდან დაიწყო დროფშიფინგი? როდის შეიქმნა ელექტრონული კომერციის ეს მოდელი და როგორ გახდა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი მომგებიანი ინდუსტრია?