covid-19

covid -19

რა ზომებს იღებენ ონლაინ პლატფორმები მომხმარებლების სასიკეთოდ

covid -19 ვირუსის გავრცელებამ მოთხოვნა აქტიურად წარმოქმნა ისეთ პროდუქტზე, რომლებზეც საჭიროება აქამდე არ იყო.

ძირითადად ეს არის პირბადეები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები. ოფლაინ მაღაზიებში მარაგები სწრაფად ამოიწურა. ონლაინ პლატფორმებზე კი მომრავლდა არაკეთილსინდისიერი გამყიდველები, რომლებმაც პროდუქტების გაასმაგებული ფასნამატით გაყიდვა დაიწყეს. გაჩნდა ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც მომხმარებელს ვირუსისაგან დაცვასა და განკურნებას ჰპირდებოდა. ამ ყველაფერმა იმდენად მასიური ხასიათი მიიღო, რომ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს სპეციალური ღონისძიებების გატარება უწევთ ყოველ დღე.

ფეისბუქი

ფეისბუქმა თავდაპირველად აკრძალა ისეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც მომხმარებელს ვირუსისგან განკურნებას ჰპირდება. შემდეგ უკვე კონკრეტულად პირბადეების რეკლამის დაბლოკვაც დაიწყო. ეს არის სოციალური პლატფორმის მცდელობა, რომ უსამართლო ფასებისგან დაიცვას მომხმარებელი.

facebook ad covid 19

“პირბადეების მარაგები მცირეა, მოთხოვნა დიდი. ასეთ დროს ჩვენ ამ ფაქტის კომერციულად გამოყენების წინააღმდეგი ვართ”. – განაცხადა ფეისბუქის წარმომადგენელმა Adam Mosseri – მ.

ფოტო: facebook marketplace

პირბადეების რეკლამის აკრძალვით ფეისბუქი ასევე ცდილობს, ხელი შეუწყობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას. პირბადეები აუცილებელია მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის. ის არ იცავს ჯანმრთელ ადამიანს ვირუსის გადადებისგან.

ამაზონი

ამაზონმა საიტიდან წაშალა 530 000 პროდუქტი, რომელთა ფასიც იყო ხელოვნურად მომატებული. ასევე ეჭქვეშ დააყენა 2 500 გამყიდველის ანგარიში. ამაზონის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მუდმივად აკვირდება ფასებს კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პროდუქციაზე. ფასების შედარება ხდება არა მხოლოდ ამაზონის პლატფორმის ძველ ფასებთან, არამედ ზოგადად ბაზარზე. ამაზონი ხელოვნურად მომატებული ფასების აღმოჩენის შემთხვევაში ბლოკავს როგორც პროდუქტს, ასევე გამყიდველს. პროგრამულად კონტროლის გარდა, ამაზე მუშაობს გუნდი, რომელიც 24 სთ-იან რეჟიმში ახორციელებს ფასების მონიტორინგს.

ამაზონმა საიტიდან წაშალა 1 მლნ-ზე მეტი პროდუქტი, რომელიც მომხარებელს შეგნებულად აწვდიდა ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, ზოგი არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ქივორდებით “N95 პირბადე” და “კორონა ვირუსის პირბადე” მარკეტინგულად ფუთავდა ისეთ პირბადეებს, რომლებსაც რეალურად არ ჰქონდა ეს ფუნქცია. (N 95 პირბადე სპეციალური რესპირატორი, რომელიც არ ატარებს მცირე ნაწილაკებს).

იბეი

ამაზონის გარდა, იბეიმაც აკძალა N95 და N100 პირბადეების, ხელის სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვა.

გუგლი, იუთუბი და ტვიტერი

როცა მომხმარებელი ცდილობს კორონა ვირუსთან დაკვშირებით მოძებნოს ინფორმაცია, ეს პლატფორმები უპირატესობას სანდო წყაროების მიერ მოწოდებულ კონტენტს ანიჭებს.

მაგალითად, თუ გუგლში ავკრეფთ COVID-19 – ს, გამოჩნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სპეციალური ინფორმაცია.

იუთუბზე ვიდეოს ძიების დროსას კი უპირატესობა მიენიჭება იმ ვიდეოებს, რომლებიც ავტორიტეტული წყაროებიდანაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე?

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable

ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.

რეკლამა ფეისბუქზე call now

რეკლამა ფეისბუქზე სატელეფონო ზარის ფუნქციით

ფეისბუქზე რეკლამების უმრავლესობა შეტყობინების გაგზავნის ან საიტზე გადასვლის ოფციითაა. ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს სურს, რეკლამის შედეგად მომხმარებელმა პირდაპირ დაურეკოს ტელეფონზე.