ერნესტ შეკლტონის ექსპედიცია

როგორ შთააგონებენ ლიდერები ადამიანებს

ერნესტ შეკლტონის ყველაზე შთამაგონებელი მოწოდება

ერნესტ შეკლტონი: “ვეძებ ხალხს სახიფათო მოგზაურობისთვის: დაბალი ხელფასები, სასტიკი ყინვა, ხანგრძლივი თვეები სრულ სიბნელეში, მუდმივი საფრთხე, უკან უსაფრთხოდ დაბრუნება საეჭვოა, წარმატების შემთხვევაში პატივი და აღიარება”.

ერნესტ შეკლტონის განცხადება, 1914 წელი, ექსპედიცია Endurance
ერნესტ შეკლტონი

ბრიტანელმა მკვლევარმა ერნესტ შეკლტონმა ეს განცხადება სამხრეთ პოლუსის ექსპედიციისთვის ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად გამოიყენა.

ლოგიკურია, რომ ამ განცხადებით მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანები დაინტერესდნენ. მხოლოდ ისინი, ვისაც ნამდვილად თავგადასავლის ძიება სურდათ.

ეს განცხადება ხშირად მოჰყავთ მაგალითად, თუ როგორ მოვიზიდოთ და ავიყვანოთ გამორჩეული ხალხი ორგანიზაციაში.

ამბობენ, რომ კოპირაიტინგის საუკეთესო ნიმუშად აღიარებულმა განცხადებამ მიიზიდა 5 000 აპლიკანტი.

აქედან შეკლტონმა ეკიპაჟისთვის მხოლოდ 27 ადამიანი შეარჩია. მან იცოდა, რომ ამ ადამიანებს ყველას ერთი საერთო მიზანი და ინტერესი ამოძრავებდა.

ერნესტ შეკლტონი – ექსპედიცია Endurance

Endurence – ის ექსპედიციამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. ექსპედიციას 10 თვის განმავლობაში ურთულეს გარემო პირობებში მოუწია ყოფნა. მისი წევრები განწირულები იყვნენ შიმშილით დაღუპვისთვის. თუმცა, ღირსეულად შეძლეს სირთულეებთან გამკლავება. ერნესტ შეკლტონი და მისი ექსპედიციის ყველა წევრი ცოცხალი დაბრუნდა.

შეკლტონმა შეძლო ყინულებში გაჭედილი გემიდან ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოდ გაყვანა ელეფანტის კუნძულებისკენ. შემდეგ 5 ადამიანთან ერთად გაემართა სახიფათო გზაზე 1300 კმ ით დაშორებული კუნძულისკენ. ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპმჭერ სადგურიდან შეძლო მაშველების წამოყვანა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენა.

საიმონ სინეკი

საიმონ სინეკი თავის წიგნში ” Think With Why” განიხილავს ამ მაგალითს. ეს არ ყოფილა არც შემთხვევითობა და არც იღბალი. ეს მოხდა იმიტომ, რომ შეკლეტონმა თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრა, თუ როგორი ადამიანები სურდა თავის გუნდში.

*განცხადების გამოქვეყნების ფაქტი რეალურად დადასტურებული არ არის, თუმცა წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებით არის გავრცელებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?