ფეისბუქი რეკლამაზე ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის
ფეისბუქი რეკლამაზე ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის
ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს ცვლილება დადასტურებული არ არის. თუმცა, ინფორმაცია სოციალური მედია ექსპერტებისგან უკვე გავრცელდა.
ტექსტის შეზღუდვის 20%-იანი წესი
ფეისბუქი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ინსატაგრამსა და ფეისბუქზე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა რეკლამებს არაგადატვირთული ტექსტით.
აქედან გამომდინარე, თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა იმ რეკლამებს, სადაც ტექსტი ფოტოს 20%-ზე მეტი იყო. სპეციალურად ამისთვის შექმნა Text Overlay Tool. მისი საშუალებით ედვერთაიზერს შეეძლო ფოტოს წინასწარ ატვირთვა და განსაზღვრა, ჯდებოდა თუ არა სარეკლამო ფოტო 20%-იან წესში.
ეტაპობრივად შეზღუდვები შემცირდა:
- 20%-იანი წესის დარღვევის შემთხვევაში დაბლოკვის ნაცვლად უბრალოდ შეიზღუდა რეკლამის გავრცელება;
- მოხდა გამონაკლისების დაშვება წიგნებისა და ალბომების ქავერებზე, პოსტერებზე, ინფოგრაფიკებზე და სხვ.
ეს ცვლილება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ოფიციალურად ფეისბუქზე დადასტურებული არ არის. თუმცა, ის ფაქტი რომ Text Overly Tool უკვე აქტიური აღარ არის, ამ მოსალოდნელ ცვლილებას ადასტურებს.
ცვლილება მნიშვნელოვანია ედვერთაიზერებისთვის, რადგან ტექსტის 20%-იანი შეზღუდვის დროს აუცილებელი იყო ამ წესის დაცვა. ეს კი ფოტოს დამატებით დამუშავებასა და ძალისხმევას მოითხოვდა.
ამ ცვლილებებით კი ყველა შეზღუდვები ტექსტზე მოიხსნება.
წყარო: Social Media Examiner