facebook is sascavlo kursi

Facebook Blueprint

სოციალური მედიის უფასო კურსი

სასწავლო კურსი: სად ვისწავლოთ სოციალური მედია, რომელი კურსი გავიაროთ, როგორ გავუშვათ სწორად რეკლამა ფეისბუქზე, როგორ ვმართოთ ფეისბუქის გვერდი…

მსგავსი კითხვები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ჯგუფებსა თუ ფორუმებზე.

რა თქმა უნდა, სასწავლო დაწესებულებაში კურსის გავლას გარკვეული უპირატესობა აქვს, თუმცა ისეთი სწრაფად განვითარებადი და დინამიური პლატფორმისთვის, როგორიც ფეისბუქია, მთავარი არის ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ამისთვის კი საუკეთესო პლატფორმა თვითონ ფეისბუქის მიერ შექმნილი ონლაინ სასწავლო კურსია.

უფასო ონლაინ კურსებიდან Facebook Blueprint  ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო პლატფორმაა.  ის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას ისწავლოს ფეისბუქის პლატფორმის სწორად გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის.

კურსები სრულიად უფასოა, ხელმისაწვდომია ონლაინ და მის გასავლელად მხოლოდ სურვილი და ფეისბუქის აქტიური ანგარიშია საჭირო.

კურსი საინტერესოა:

  • მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბრენდის დამოუკიდებლად პოპულარიზაცია;
  • სოციალური მედიის მიმართულებით მომუშავე დამწყები მარკეტერებისთვის;
  • იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიულ განვითარებას უკავშირებენ ციფრული მარკეტინგს და სხვ.

შეგიძლიათ აირჩიოთ უბრალოდ მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ ფეისბუქის პლატფორმის გამოყენებით და პროგრამა თავად შემოგთავაზებთ შერჩეულ თემებს ან შეგიძლიათ გადახედოთ ყველა კურსს და აირჩიოთ სასურველი.

  • Get started with Facebook
  • Get started with advertising
  • Learn advanced buying options
  • Target the right audience
  • Build awareness
  • Drive consideration
  • Generate leads
  • Promote my app
  • Increase online sales
  • Increase in-store sales
  • Choose ad formats
  • Get creative inspiration
  • Manage ads
  • Measure ad performance
  • Learn about messenger
  • Learn about Instagram
  • Distribute and monetize content

უფრო პრაქტიკულია თემების შერჩევა ფილტრიდან სირთულისა და ხანგრძლივობის მიხედვით. მოცემულია 3 დონე:

  • beginner
  • intermediate
  • advanced

სასწავლო მოდულები მოკლე ინფორმატიული ტექსტების სახითაა წარმოდგენილი და სრულდება ქვიზებით.  კურსები რეგულარულად ახლდება.

Facebook Blueprint eLearning ხელმისაწვდომია   რამდენიმე ენაზე: English, Korean, German, French, Indonesian, Spanish, Portuguese, Japanese, Simplified Chinese.

Facebook Blueprint -ის კურსების პარალელურად ფეისბუქი გვთავაზობს სასერთიფიკატო გამოცდებს:

  • Facebook Certified Digital Marketing Associate
  • Facebook Certified Media Planning Professional
  • Facebook Certified Media Buying Professional
  • Facebook Certified Ads Product Developer I
  • Facebook Certified Ads Product Developer II
  • Facebook Certified Ads Product Developer III

მსგავსი სტატიები

საუკეთესო ვიდეო რეკლამები ფეისბუქზე

მზად ხართ კრეატიული ინსპირაციისთვის?

გაინტერესებს რა ტიპის ვიდეო რეკლამებია ეფექტური სოციალურ ქსელში? ნახე ფეისბუქზე top performing ვიდეოები თვეებისა და სფეროების მიხედვით. 

გუგლ ანალიტიკსის აკადემიის კურსები

Google Analytics Academy

გუგლ ანალიტიკსის ონლაინ კურსი ხელმისაწვდომია აკადემიის სასწავლო პლატფორმაზე. ვებ ანალიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ამ კურსების საშუალებით შეუძლია მიიღოს როგორც ზოგადი, ასევე საფუძვლიანი ცოდნა გუგლ ანალიტიკსის შესახებ.