რას გააკეთებდი რომ არ გეშინოდეს?
ფეისბუქის ცნობილი პოსტერები
ფეისბუქის ცნობილი პოსტერები კომპანიის ოფისებში ფეისბუქის ორგანიზაციული კულტურის ერთ-ერთი მკვეთრი გამოხატულებაა.
ფეისბუქის COO – ს შერილ სენდბერგის თქმით, პოსტერები ოფისებში თანამშრომლების მოტივირების მნიშვნელოვანი ფორმაა, რომ მათი როლი და შესრულებული სამუშაო ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია.
2010 წელს ფეისბუქის 2- მა თანამშრომელმა Ben Barry – მ და Everett Katigbak – მ ახალ ოფისში გამოუყენებელი სივრცე – საწყობი აითვისა და პოსტერების დამზადება დაიწყო. The Analog Research Lab – ში დიზაინერები რამდენიმე წელია საკუთარი ინიციატივით ქმნიან პოსტერებს.
პირველი პოსტერებს თეთრ ფონზე წითელი მელნით დაბეჭდილი ფოტოები შეადგენდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაზე იაფი იყო.
WHAT WOULD YOU DO IF YOU WERE NOT AFRAID?
ბარიერების დარღვევის, ინოვაციური უნარებისა და კრეატიულობის წამახალისებელი სლოგანებიდან ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა.

LIKERS GONNA LIKE
ფეისბუქმა უკეთ და ზოგჯერ შენზე ადრეც იცის, რა არის უკეთესი შენთვის. დაახლოებით ეს შინაარსია ამ ინსპირაციულ მინი პოსტერში, რომელიც ტორონტოს ოფისშია განთავსებული.

THIS JOURNEY IS 1 % FINISHED
ეს სლოგანი ერთგვარი ამბიციური შეხსენებაა იმაზე, რომ დიდი წარმატების მიუხედავად, ჯერ ყველაფერი წინაა.

MOVE FAST AND BREAK THINGS
IN HACKER WE TRUST
ფეისბუქის ეს ორი ცნობილი მანტრა ყველაზე კარგად გამოხატავს კომპანიის სულისკვეთებას განვითარების საწყის ეტაპზე.
როგორც ცუკერბერგი განმარტავს, სიტყვა „ჰაკერს“საზოგადოებაში უარყოფითი კონტექსტი აქვს. თუმცა სინამდვილეში hacking გულისხმობს რაღაცის სწრაფად შექმნას, საზღვრების დატესტვას, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. Hacker Way ეს არის დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც გულისხმობს მუდმივ გაუმჯობესებას.

STAY FOCUSED AND KEEP SHIPPING
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი და ამბიციური გეგმები კომპანიაში წახალისებულია, ძირითად მიმართულებასა და ყოველდღიური დავალებებზე კონცენტრირებაც თანაბრად მნიშვნელოვანია. თვითონ მარკისთვისაც…

DONE IS BETTER THAN PERFECT
პროექტებზე დაუსრულებლად მუშაობასა და დახვეწის მცდელობებს სჯობს საქმის ბოლომდე მიყვანა, თუნდაც არასრულყოფილად.

WHAT GOOD SHALL I DO TODAY?
ფრაზას, რომელსაც ბენჯამინ ფრანკლინი ყოველ დღე უსვამდა საკუთარ თავს, აქტუალურობა არც ტექნოლოგიურ კომპანიაში დაუკარგავს.

SLOW DOWN YOUR HURRY UP
2016 წელს, როდესაც ფეისბუქი საჯაროდ დაადანაშაულეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციის გავრცელებაში, სპეციალურად შეიქმნა პოსტერი თანამშრომლებისთვის, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ რა ხდება მათ გარშემო და რატომ.

NOTHING AT FACEBOOK IS SOMEBODY ELSE’S PROBLEM
ორგანიზაციული კულტურა სტარტაპში, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მნიშვნელოვნად განსხვავდება დიდი ორგანიზაციისგან, სადაც ხშირად თანამშრომლები შეიძლება არც იცნობდნენ ერთმანეთს. თუმცა, ამ პოსტერის მიხედვით, Nothing at Facebook is somebody else’s problem.

BE THE NERD
ცუკერბერგის რჩევა ახალგაზრდა ქალებისადმი be the nerd სწრაფად აიტაცა მედიამ.

SLOW DOWN AND FIX YOUR SHIT
ფეისბუქის ინსპირაციულმა სლოგანმა move fast and break things ეტაპობრივად ტრანსფორმაცია განიცადა და წლების შემდეგ საქმიან, მაგრამ ნაკლებ შთამაგონებელ სლოგანად იქცა.

რომელია თქვენი რჩეული?