facebook algorithm

რას და რატომ გვიჩვენებს ფეისბუქი ნიუსფიდში

ფეისბუქის ნიუსფიდი

ფეისბუქი მუდმივად აანონსებს ცვლილებებს ალგორითმში. ამ ცვლილებებისთვის თვალ-ყურის დევნება მარკეტერებისთვის საინტერესო და აუცილებელია. თუ გაინტერესებთ რა ტიპის კონტენტს ენიჭება უპირატესობა და რისგან შედგება ჩვენი ფეისბუქის ნიუსფიდი, გადახედეთ ჩამონათვალს.

სიახლეები, რომელიც სანდო წყაროდანაა

ფეისბუქის ალგორითმი უპირატესობას იმ სიახლეებს ანიჭებს, რომელიც ინფორმატიული, რელევანტური და სანდო წყაროს მიერაა გამოქვეყნებული.

Meaningful interactions

პრიორიტეტულია ისეთი პოსტები, რომელიც ხელს უწყობს საუბრების წამოწყებას, ოჯახის წევრებისა და მეგობრებთან ინტერაქციას. Organic reach გვერდებისთვის შემცირდა, თუმცა სასურველ გვერდზე შეგიძლიათ მონიშნოთ See first on newsfeed.

meaningful interactions

Engagement bait

პოსტი, რომელიც მუდმივად მოწონებას, დაკომენტარებას, გაზიარებას ითხოვს, მკვეთრად არასასურველია.

facebook engagement bait example

Video clickbait

ასევე არასასურველია პოსტი, რომელიც ვიდეოს ვიზუალით იდება, თუმცა play – ის ღილაკი არაფუნქციურია და შედგება მხოლოდ სტატიკური ფოტოსგან.

facebook video clickbait example

ვიდეოების ნახვის პროცენტულობა

ხანგრძლივ ვიდეოებს ჩართულობით რეიტინგში უპირატესობა აქვთ. მაგ. თუ 10 წთ-იანი ვიდეოს ყურების საშუალო ხანგრძლივობა არის 50%, მას ექნება უპირატესობა 1 წთ-იანი ვიდეოს 90% ყურებასთან მიმართებაში.

სენსაციური სათაურები

მყვირალა, სენსაციური სათაურის მქონე პოსტები, რომელიც გიბიძგებს დაკლიკებაზე, რეიტინგში უკან გადადის, რადგან ფეისბუქი ითვალისწინებს და აანალიზებს იმ დროსაც, რასაც თქვენ დახარჯავთ ასეთ ბმულზე გადასვლის შემდეგ, მოიწონებთ ან დააკომენტარებთ თუ არა ამ პოსტს უკან გადმოსვლისას.

shocking headlines facebook

თემის აქტუალურობა

იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ ფეისბუქი გადავსებული იყო ყინულიანი წყლის გადასხმის პოსტებით მაშინ, როცა ტვიტერზე აქტუალური იყო ფერგიუსონში მიმდინარე პროტესტი, ფეისბუქმა შემოიღო trending topics-ს და დაიწყო გათვალისწინება ისეთი თემების, რომელიც იმ კონრეტულ მომენტში არის აქტუალური და აქვს გამოხმაურებები.

პოსტის წაკითხვაზე დახარჯული დრო

კონკრეტული პოსტის რეიტინგულობის განსაზღვრისას, ფეისბუქი ითვალისწინებს არა მხოლოდ მოწონებებს და გაზიარებებს, არამედ იმასაც, რომ ზოგიერთი მომხმარებელი არ იწონებს, არ აკომენტარებს, არ აზიარებს პოსტს, მაგრამ ხარჯავს დროს, ყოვნდება მის წაკითხვაზე, ე.ი. ეს საინტერესოა მისთვის. იგივე ვრცელდება ვიდეოს ნახვისას მოქმედებებზე. გარდა იმისა, თუ რამდენი ხანი უყურა მომხმარებელმა ვიდეოს, ყურადღება ექცევა სხვა მოქმედებებსაც, მაგ.: ჩაურთეს თუ არა ხმა, გადაიყვანეს თუ არა full screen mode -ში, შეუცვალეს თუ არა რეზოლუცია, ა.შ. ანუ ხდება განსაზღვრა ნებისმიერი იმ ქმედებების, რომელიც მიუთითებს, რომ მომხმარებელი დაინტერესდა ვიდეოთი.

საიტის ჩატვირთვის სიჩქარე

პოსტს, რომელსაც გადაჰყავს მომხმარებელი საიტზე, რომელიც დიდხანს იტვირთება, ნაკლები შანსი აქვს ნიუსფიდში გამოჩენის. მაგ. მობილურიდან ბმულზე გადასვლისას თუ ბმულის გახსნას 3 წმ-ზე მეტი დრო დასჭირდება, მომხმარებელი ხშირად უკან ბრუნდება;

ინტერნეტის სიჩქარე

ფეისბუქის ალგორითმი ითვალისწინებს ინტერნეტის სიჩქარესაც. მაგ. როცა მომხმარებელი შედის დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით მობილურიდან, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, რომელიც ამჟამად ფეისბუქის ყველაზე დიდი და მზარდი სეგმენტია, მას უჩვენებს უფრო მეტად ტექსტურ ინფორმაციას, სტატუსის განახლებებს ნიუსფიდში, ა.შ. რომ არ დასჭირდეს ჩატვირთვას დიდი დრო. offline news feed – ფეისბუქი გაჩვენებთ ბოლო ინტერენტ კავშირის დროს ჩატვირთულ ინფორმაციას ნიუსფიდზე (ნაცვლად იმისა, რომ დაიწეროს “იტვირთება”).

რეაქციის ღილაკები

ემოციების ღილაკს ანიჭებს იგივე მნიშვნელობას, რასაც like-ს, თუმცა, მომავალში იგეგმება ამ ინფორმაციის უფრო მეტად გადახარისხება. მაგ. თუ თქვენ ხშირად აჭერთ “სიცილის” ღილაკს, უფრო მეტი შანსია, რომ ნიუსფიდში სასცილო ისტორიები გაჩვენოთ.

სხვა ფაქტორები

  • ფეისბუქი უპირატესობას ანიჭებს უშუალოდ ფეისბუქზე ატვირთულ ვიდეოს, ვიდრე სხვა წყაროდან გაზიარებულს, მაგ. იუთუბიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფეისბუქზე ატვირთულ ვიდეოს უკეთეს ანალიზს უკეთებს. აანალიზებს, ვინ უყურებს უფრო მეტად ვიდეობს, რომ მას გამოუჩინოს უფრო მეტად ვიდეო კონტენტი.
  • თუ რაიმე პოსტი ფეისბუქზე ერთხელ ვიზიტისას ვერ ნახეთ, მეორე ვიზიტზე ასეთ “გამორჩენილ” პოსტ მეტი შანსი აქვს, რომ გამოჩნდეს თქვენს ნიუსფიდზე;
  • პოსტს, რომელსაც აქვს სხვა საიტზე გადასასვლელი ბმული სურათით (link preview) უპირატესობა აქვს ისეთ პოსტთან მიმართებაში, სადაც მხოლოდ სურათია და ტექსტი. 2013 წელს 170%-ით გაიზარდა საინფორმაციო მედია საიტებზე ფეისბუქიდან გადასვლები და შესაბამისად ფეისბუქი ხელს უწყობს ამ ტენდენციის განვითარებას. აქ ყურადღება ექცევა იმასაც, თუ რამდენად ხშირად აკლიკებენ და გადადიან ბმულზე მობილურიდან;
  • გვერდზე მხოლოდ ტექსტის სახით დადებულ პოსტს ნაკლები რეიტინგი ენიჭება.

ფეისბუქი ყოველდღიურად ახორციელებს ათასობით მომხმარებლის გამოკითხვას იმის გასაარკვევად, ნახულობს თუ არა მომხმარებელი ნიუსფიდში მისთვის რელევანტურ პოსტებს. ასევე აძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს, რომ რაც შეიძლება მარტივად აირჩიონ სურთ თუ არა კონკრეტული კონტენტის, პოსტის, გვერდის სიახლეებისთვის თვალ-ყურის დევნება ან გამოწერაზე უარის თქმა.

ყოველდღიურ სიახლეებს ფეისბუქის ნიუსფიდის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ facebook news -ების გვერდზე.

მსგავსი სტატიები

shoploop google shopping platform

Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა გუგლისგან

Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა ბრენდებსა და ინფლუენსერებს საშუალებას აძლევს შექმნან პროდუქტის მოკლე ვიდეო რივიუები, ხოლო მომხმარებლებს – ერთ პლატფორმაზე აღმოაჩინონ და შეიძინონ ეს პროდუქცია. „აღმოაჩინე, შეაფასე და შეიძინე სასურველი პროდუქტები ერთ პლატფორმაზე“ – ასე დაანონსა გუგლმა Shoploop – ი. როგორც პროექტის ავტორი Lax Poojary  განმარტავს, ეს იდეა მას მომხმარებლის ქცევამ შთააგონა. დღეს მომხმარებელს […]

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში

სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში დღითიდღე მატულობს. გაინტერესებს ქართველი მომხმარებლების  ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ოთხეული?