როდის უნდა გამოვაქვეყნოთ ფეისბუკზე პოსტი
როდის უნდა გამოვაქვეყნოთ ფეისბუკზე პოსტი, აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობის მისაღებად?
ფეისბუკზე პოსტი Blog2Social იუწყება, რომ სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს შუადღის მონაკვეთში: 13:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო საღამოს: 18:00-დან 22:00 საათამდე, ყველაზე აქტიური დროა ფეისბუკზე პოსტის განსათავსებლად.
თუ შაბათ-კვირას გადაწყვეტთ კონტენტის სოციალურ მედიაში გაზიარებას, გახსოვდეთ, უმჯობესია 14:00 საათამდე მოასწროთ.
და მაინც, რატომაა მნიშვნელოვანი კონტენტის სწორ დროს გამოქვეყნება?
პასუხი მარტივია – როდესაც პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ადამიანები არ იშურებენ მოწონებას (Like), კომენტარებს (Comments) და გაზიარებაზეც (Share) მოწადინებულნი არიან, ეს სოციალური მედიის პლატფორმის ალგორითმისთვის ერთგვარი სიგნალია იმის აღსაქმელად, რომ კონტენტი ახალი, დროულია და თქვენს პოსტს უფრო მეტ ადამიანს უგზავნის სანახავად (Reach). შესაბამისად, თუ პოსტს აქვეყნებთ ისეთ დროს, როცა აუდიტორიის უმრავლესობა ინტერნეტ სივრცეშია, ალბათობა იმისა, რომ თქვენს კონტენტს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ნახავს (Reach) და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეაქციებსა თუ გამოხმაურებას (Engagement) შეაგროვებს, საკმაოდ მაღალია.
წყარო: socialmediatoday