ფეისბუქ შოპი

ფეისბუქ შოპი – ფეისბუქის ინიციატივა მცირე ბიზნესის დასახმარებლად

ფეისბუქ შოპი

ფეისბუქ შოპი, რომელიც მარკ ცუკერბერგმა 19 მაისის Live სესიის დროს დაანონსა, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, დაათვალიეროს და შეიძინოს პროდუქტი პირდაპირ ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე.

პანდემიის დრო ონლაინ შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანიის ეს ინიციატივა მომხმარებელმა ძალიან დადებითად მიიღო.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად დააზარალა გლობალურმა კრიზისმა, ეს იქნება სტიმული და შესაძლებლობა, რომ მინიმალური დანახარჯებით შეძლონ ტრადიციული ბიზნესის ონლაინ ტრანსფორმაცია.

ორივე სოციალური ქსელი გარკვეული დოზით მომხმარებელს სთავაზობდა იკომერსის ელემენტებს: ფეისბუქი – Marketplace – ის სახით, ხოლო ინსტაგრამი – პოსტებსა და რეკლამაში განთავსებული პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას.

თუმცა ის, რაც ახლახანს ფეისბუქმა დაანონსა, სრულიად ახალი შესაძლებლობებია ბიზნესისთვის.

ფეისბუქ შოპის შექმნას მომხმარებელი უფასოდ შეძლებს.  ვიზიტორები შეძლებენ შოპში განთავსებული პროდუქციის დათვალიერებასა და შეკვეთას როგორც ფეისბუქიდან, ასევე ინსტაგრამიდან.

ფეისბუქ შოპის აღმოჩენა თვითონ გვერდისა ან ინსტაგრამის პროფილის გარდა  სთორიდან და რეკლამიდან იქნება შესაძლებელი. აპლიკაციის დატოვების გარეშე შეძლებს მომხმარებელი შეკვეთის განთავსებას.

მომხმარებელს არ მოუწევს მაღაზიის ვებგვერდზე გადასვლა, გადახდის და ტრანსპორტირების დეტალების ცალ-ცალკე შეყვანა.

ფეისბუქ შოპში, როცა მომხმარებელი ამ ინფორმაციას ერთხელ უკვე განათავსებს, მონაცემები შეინახება.

კითხვების დასმა და კომუნიკაცია ისეთივე მარტივი იქნება WhatsApp, Messenger და Instagram Direct – ის საშუალებით, როგორც ფიზიკურად მაღაზიაში კონსულტაციის მიღება.

სამომავლოდ ნივთის შეკვეთა კი პირდაპირ WhatsApp, Messenger და Instagram Direct-ით მოხდება.

Instagram Shop

ეტაპობრივად ჯერ ამერიკულ ბაზარზე, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში  გააქტიურდება Instagram Shop – იც განსხვავებული პარამეტრებით.

Instagram Explore – ში მომხმარებელი შეძლებს აღმოაჩინოს და იყიდოს საყვარელი ბრენდებისა და კრეატორების კოლექციები, გაფილტროს კატეგორიები…

ნავიგაციის მენიუში Shop – ის ღილაკზე  ერთი დაკლიკებით გადავა მომხმარებელი Instagram Shop – ზე.

Live shopping – ლაივ ვიდეოებში წარმოდგენილი პროდუქტების შეძენა

ბრენდები, ინფლუენსერები და სხვა სელერები შეძლებენ ლაივამდე დათაგონ პროდუქტები პირდაპირ ფეისბუქ შოპიდან. დათაგული პროდუქტები Facebook Live ვიდეოში გამოჩნდება და ყიდვა აქაც პირდაპირ იქნება შესაძლებელი.

Connecting Loyalty Programs to Your Facebook Account

ლოიალურობის პროგრამების მიბმა ფეისბუქის ექაუნთზე

შესაძლებელი იქნება დაგროვებითი ქულების და ლოიალურობის პროგრამების დაკავშირება ფეისბუქის ექაუნთზე.

თანამშრომლობა  ონლაინ პლატფორმებთან

ფეისბუქ შოპის შექმნის პროცესში ფეისბუქი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა პლატფორმებთან, როგორიცაა Shopify, BigCommerce, Woo, Channel Advisor, CedCommerce, Cafe24, Tienda Nube და Feedonomics.

ფეისბუქი თითოეულ გაყიდვაზე მცირე საკომისიოს მიიღებს, თუმცა მონეტიზაციას რეალურად უფრო მეტი გაყიდული რეკლამიდან ვარაუდობენ.

ინსტაგრამის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, 1 მილიონი ბიზნესი გლობალურად უკვე გაუქტიურდა.

სტატია მომზადებულია Introducing facebook shops მიხედვით.

მსგავსი სტატიები

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე?

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable

ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.

რეკლამა ფეისბუქზე call now

რეკლამა ფეისბუქზე სატელეფონო ზარის ფუნქციით

ფეისბუქზე რეკლამების უმრავლესობა შეტყობინების გაგზავნის ან საიტზე გადასვლის ოფციითაა. ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს სურს, რეკლამის შედეგად მომხმარებელმა პირდაპირ დაურეკოს ტელეფონზე.