გამორჩეული ლიდერის 10 თვისება

რა არის ის 10 თვისება, რაც ნამდვილ ლიდერს უნდა ახასიათებდეს?

დისნეის კორპორაციის CEO-მ ბობ აიგერმა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება მოკლედ შეაჯამა და მკითხველს გაუზიარა თავის წიგნში: The Ride of a Lifetime

  • ოპტიმიზმი

კარგი ლიდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ოპტიმიზმია. ეს არის პრაგმატული ენთუზიაზმი იმის შესახებ, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი. რთული არჩევანისა და არცთუ იდეალური პირობების დროსაც ლიდერი არ უნდა მიეცეს პესიმიზმს. პესიმისტი ლიდერები ვერ შთააგონებენ და ვერ აძლევენ მოტივაციას ადამიანებს.

  • გამბედაობა

დღევანდელ სწრაფად ცვალებად და ტრანსფორმირებად ბიზნეს გარემოში რისკის გაწევა უბრალოდ აუცილებელია. ინოვაცია – სასიცოცხლო. ნამდვილი ინოვაცია კი მაშინ ხდება, როცა ადამიანები რისკავენ. მარცხის შიში ანადგურებს კრეატიულობას.

  • კონცენტრირება

მნიშვნელოვანია, რომ დროის, ენერგიის და რესურსების დახარჯვა იმ პროექტებსა და პრობლემების აღმოფხვრაზე მოხდეს, რომელიც პრიორიტეტულია კომპანიისთვის. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ჩვენი პრიორიტეტების შესახებ ხშირად და მკაფიოდ ვისაუბროთ.

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, რაც უნდა რთული იყოს, უნდ მოხდეს დროულად. გადაწყვეტილების მიღების ქრონიკული უუნარობა არაეფექტური და არაპროდუქტიულია. ის აფუჭებს საერთო მორალს კომპანიაში.

  • ცნობისმოყვარეობა

მუდმივი ცნობისმოყვარეობა საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოთ ახალი ადამიანები, ადგილები, იდეები. მუდმივად იყოთ საქმის კურსში ბაზრის განვითარების ცვალებად დინამიკაზე. გზა ინოვაციისკენ იწყება სწორედ ცნობისმოყვარეობით.

  • სამართლიანობა

ძლიერი ლიდერი თავის თავში გულისხმობს ადამიანებისადმი სამართლიან და ღირსებულ მოპყრობას. ემპათიის უნარი უმნიშვნელოვანესია. ადამიანები, რომლებიც გულწრფელ შეცდომებს უშვებენ, იმსახურებენ მეორე შანსს. ზედმეტად მკაცრად დასჯა და კრიტიკა ნერგავს შიშსა და შფოთვას. ეს კი ხელს უშლის კომუნიკაციასა და განვითარებას. არაფერია იმ გარემოზე უარესი, სადაც შიშის კულტურაა გავრცელებული.

  • გონიერება

ეს არის განვითარებისა და ცოდნის მიღების უწყვეტი პროცესი. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აზრის ჩამოყალიბების და გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს უფრო მეტად სანდო და მეტი ალბათობით სწორი.

  • ავთენტურობა

იყავით ნამდვილი. იყავით გულწრფელი. ნუ შეალამაზებთ ფაქტებს. სიმართლე და გულწრფელობა პატივისცემასა და ნდობას განაპირობებს.

  • სრულყოფილების დაუღალავი ძიება

ეს არ გულისხმობს სრულყოფილების მიღწევას ყველა საშუალებითა და ყველაფრის ხარჯზე, მაგრამ ნიშნავს უარის თქმას იმაზე, რაც საშუალოა. “good enough” საკმარისი არაა. თუ გჯერა, რომ რაღაცის გაკეთება უკეთესად შეიძლება, გააკეთე არა უბრალოდ კარგად, არამედ ძალიან კარგად.

  • ერთიანობა

კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მაღალ ეთიკურ სტანდარტებსა ყველასა და ყველაფრისთვის.

“The way you do anything is the way you do everything”.

წყარო: The Ride of a Lifetime: Lessons Learned from 15 Years as CEO of the Walt Disney Company

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?