გუგლ ანალიტიკსის აკადემიის კურსები

Google Analytics Academy

გუგლ ანალიტიკსის ონლაინ კურსი

გუგლ ანალიტიკსის ონლაინ კურსი ხელმისაწვდომია აკადემიის სასწავლო პლატფორმაზე. ვებ ანალიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ამ კურსების საშუალებით შეუძლია მიიღოს როგორც ზოგადი, ასევე საფუძვლიანი ცოდნა გუგლ ანალიტიკსის შესახებ.

კურსების ჩამონათვალი

  • Google Analytics for Beginners – გუგლ ანალიტიკსი დამწყებთათვის. კურსზე დარეგისტრირებული ადამიანები მიიღებენ ძირითად საბაზისო ინფორმაციას, როგორიცაა ანგარიშის შექმნა, კონვერსიების განსაზღვრა, კამპანიების ტრეკინგი, ძირითადი რეპორტების ანალიზი.
  • Advanced Google Analytics – გუგლ ანალიტიკსი „ედვანსდ“ იუზერებისთვის. კურსზე დარეგისტრირებულ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ აგროვებს და ახდენს გუგლ ანალიტიკსი მონაცემების დამუშავებას. შეისწავლიან, როგორ მოახდინონ ვიზიტორების სეგმენტაცია, ააწყონ რემარკეტინგის სტრატეგია, შექმნან საკუთარი პარამეტრების მიხედვით რეპორტები და ტრეკინგის კონფიგურაციები.
  • Google Analytics for Power Users – მას, ვისაც უკვე გავლილი აქვს პირველი ორი კურსი, Google Analytics for Power Users-ის საშუალებით აქვს შესაძლებლობა, მიღებული თეორიული ცოდნა აქტიურად გამოიყენოს პრაქტიკაში. კურსი იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტმა გააკეთოს საიტის ვიზიტორების დეტალური ანალიზი, ტრეფიკისა და მარკეტინგული არხების შედარება, კონვერსიების გაუმჯობესება.

კურსის დასრულების შემდეგ იღებთ სერტიფიკატს, რომელიც გუგლის იმ ექაუნთზეა მიბმული, რითაც კურსს გაივლით.

რა დრო სჭირდება ერთი კურსის გავლას

რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია წინა გამოცდილებაზე, გვქონია თუ არა შეხება ვებ ანალიტიკასთან. თუმცა საშუალოდ 4-6 სთ კონცენტრირებულად დროის დათმობა საშუალებას მოგვცემს სრულად გავიაროთ ერთი კურსი. ამასთანავე, Google Analytics for Beginners -ის კურსში იმდენად დეტალურად არის ახსნილი გუგლ ანალიტიკსის ინტერფეისი და ძირითადი პრინციპები, რომ კონკრეტული ბექგრაუნდის ქონა არ არის აუცილებელი. ნებისმიერი მსურველი, რომელიც უბრალოდ დაინტერესებულია ანალიტიკაში გარკვევით, თავისუფლად შეძლებს კურსის გავლა.

გუგლ ანალიტიკსის კურსების უპირატესობა

  • კურსები უფასოა;
  • ონლაინ კურსის გავლის შესაძლებლობა განაპირობებს მოქნილ გრაფიკს. გაკვეთილები და ქვიზები შეგვიძლია გავიაროთ ჩვენთვის სასურველ დროს;
  • ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე;
  • Community ფორუმზე შეგვიძლია დავსვათ კითხვები, ასევე მოვიძიოთ სასურველი ინფორმაცია გუგლ ანალიტიკსთან დაკავშირებით.
  • მარტივი ვიდეო ლექციები ტრანსკრიპტებით და ქვიზებით.

გუგლ ანალიტიკსის სასერთიფიკატო გამოცდა

Google Analytics Individual Qualification (GAIQ) exam.

ონლაინ გამოცდის ხანგრძლივობა 90 წთ-ია. სულ 70 შეკითხვაა და საჭიროა 80%-იანი ზღვარის გადალახვა. სწორად უნდა უპასუხით მინიმუმ 56 შეკითხვას. თუ პირველივე ცდაზე გამოცდა ვერ ჩააბარეთ, 1 დღის შემდეგ გამოცდის გადაბარება შეგიძლიათ. იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა პრაქტიკული და თეორიული ცოდნა გუგლ ანალიტიკსის შესახებ, გამოცდის ჩასაბარებლად ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია წინასწარი მომზადება. რაც მთვარია, facebook blueprint – ის კურსისაგან განსხვავებით, GAIQ -ის გამოცდის ჩაბარება სრულიად უფასოა.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ იღებთ სერტიფიკატს, რითაც ყველა გაიგებს, რომ ნამდვილად ანალიტიკის გურუ ხართ 🙂

ღირს თუ არა გუგლ ანალიტიკსის გამოცდის ჩაბარება

რა თქმა უნდა, ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა, გამოცდის ჩაბარება ნამდვილად მოგცემთ გარკვეულ უპირატესობას.

მსგავსი სტატიები

საუკეთესო ვიდეო რეკლამები ფეისბუქზე

მზად ხართ კრეატიული ინსპირაციისთვის?

გაინტერესებს რა ტიპის ვიდეო რეკლამებია ეფექტური სოციალურ ქსელში? ნახე ფეისბუქზე top performing ვიდეოები თვეებისა და სფეროების მიხედვით. 

facebook is sascavlo kursi

Facebook Blueprint

უფასო ონლაინ კურსებიდან Facebook Blueprint ერთ-ერთი საუკეთესოა სასწავლო პლატფორმაა. ის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას სწორად გამოიყენოს ფეისბუქის პლატფორმა მარკეტინგული მიზნებისთვის. კურსები სრულიად უფასოა, ხელმისაწვდომია ონლაინ და მის გასავლელად მხოლოდ სურვილი და ფეისბუქის აქტიური ექაუნთია საჭირო.