“გუგლის“ ცნობილი 20% წესი

თანამშრომლის ინიაციატივით წამოწყებული პროექტები

“გუგლის“ ცნობილი 20% წესი

“გუგლის“ ცნობილი 20%  წესი კომპანიის დამფუძნებლების ლარი ფეიჯისა და სერგეი ბრინის ინიაციატივით შემოიღეს კომპანიაში. ამით „გუგლის“ თანამშრომლებს საშუალება მიეცათ სამუშაო დროის 20% საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ პროექტებზე დაეხარჯათ.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „გუგლის“ სხვადასხვა ცნობილი პროდუქტი, რომლის გარეშეც ახლა ძნელია წარმოვიდგინოთ ინტერნეტი.

თუმცა, როგორც „გუგლის“ წარმომადგენლები ამბობენ, 20% – ის არსი არა დროში, არამედ თავისუფლების იდეაშია.

ფაქტი, რომ თანამშრომელს აქვს თავისუფლება იმუშაოს არა მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების ჭრილში, არამედ წამოიწყოს საკუთარი ინიციატივით პროექტებიც, ზრდის კრეატიულობასა და ხელს უწყობს განვითარებას.

სამუშაო დროის განაწილების 20 % -იან წესს  ერიკ შმიდტი „გუგლის“ შესახებ დაწერილ წიგნში  How Google Works – ში განმარტავს.

„გუგლის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, სამუშაო დროის 20%  რეალურად 120% სამუშაო დროს უფრო გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ პროექტებზე მუშაობა ძირითადად საღამო საათებსა და უიკენდებზე ხდება. თუმცა, თანამშრომლების დიდი ნაწილი მას ენთუზიაზმით უერთდება.

„გუგლის“ ცნობილი პროდუქტები, რომლებიც 20% , უფრო სწორად კი 120% სამუშაო დროის ჭრილშია შექმნილი.

Google Suggest

უმცროსი პროგრამული ინჟინერი Kevin Gibbs სისტემის ინფრასტრუქტურაზე მუშაობდა, როცა აღმოაჩინა, რომ ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა გზაში. 20% -იანი ინიციატივით წახალისებულმა თავდაპირველად URL predictor – ის იდეით დაიწყო.

ბრაუზერში საიტის სახელწოდების აკრეფისას ავტომატურად ჩნდებოდა მისამართის შესაძლო ვარიანტები. Gibbs კოლეგამ ურჩია იგივე გაეკეთებინა საძიებო გვერდზეც.

google suggest

იდეამ „გუგლის“ ხელმძღვანელების მოწონება დაიმსახურა და  Google Suggest – ის სახელით დაანონსდა 2004 წელს.

Street View Trike

მანქანისთვის ძნელად მისადგომი ადგილების აღბეჭდვის იდეა Dan Ratner – მა ესპანეთში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ 20% დამატებითი დროის ფარგლებში დაიწყო.

Street View Trike

სამთვლიან ველოსიპედს მიმაგრებული მოწყობილობებით შეეძლო ნავიგაცია ძნელად მისადგომ ადგილებში. ასე დაემატა google map – ზე Street View.

Gmail და AdSense

„გუგლის“ პროგრამულმა ინჟინერმა Paul Buccheit – მა პროექტზე მუშაობა 2001 წელს დაიწყო. მას დიდი ხანია მეილების გაუმჯობესების იდეა ჰქონდა. „გუგლში“ შესაძლებლობა მიეცა 20% დროის პროექტის ფარგლებში ემუშავა ამ იდეაზე.

პროექტი კოდური სახელწოდებით Caribou წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ მომხმარებელს ისეთი ინოვაცია შესთავაზა, როგორიც იყო 1 გბ სივრცე (მაშინ როცა კონკურენტებს ჰქონდათ 2 მგ) და მეილების მუდმივად შენახვის შესაძლებლობა წაშლის გარეშე.

Paul Buccheit – მა პარალელურად დაიწყო თავისი მეორე იდეის განხორციელება.

მის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიამ, რომელიც საშუალებას იძლეოდა მომხმარებელს გამოსჩენოდა შესაბამისი რეკლამა (მეილების შინაარსიდან გამომდინარე) gmail – ში, საფუძველი ჩაუყარა Google AdSense – ს.

ეს პროექტი მოგვიანებით Susan Wojcicki – ის ხელმძღვანელობით განხორციელდა. დეველოპერების გუნდმა 20% პროექტის ფარგლებში განავითარა ეს იდეა.

Google Toolbar

2000 წელს „გუგლის“ ახალ თანამშრომელს Wesley Chan – ს Google Toolbar – ის პროექტი ჩააბარეს. Chan – მა დაასკვნა, რომ Toolbar – ს ხალხი იმიტომ არ აინსტალირებდა, რომ არ იყო საინტერესო.

Google Toolbar

მისი იდეა იყო Toolbar – თვის დაემატებინა ოფცია, რომელიც მომაბეზრებელ პოპ აპებს დაბლოკავდა. პასუხად ლარი ფეიჯისგან  მიიღო, რომ ამაზე უფრო იდიოტური იდეა არ არსებობდა.

“That’s the dumbest think I have ever heard” – said Page. “Where did we find you?”

Chan – მა ზუსტად 20% დროის ფარგლებში პოპ აპ ბლოკერის იდეა განახორციელა და ჩუმად დააყენა ლარი ფეიჯის კომპიუტერზე. მალე ფეიჯმა შეამჩნია, რომ ბრაუზერის მუშაობა აჩქარდა. ეს სწორედ ბლოკერის გამო იყო.  20 %  სამუშაო დროში განხორციელებული იდეის  შედეგად Toolbar – ი მილიონობით მომხმარებელმა ჩამოტვირთა.

Wesley Chan – მა მოგვიანებით ასეთივე წარმატებით განახორციელა გუგლ ანალიტიკსის პროექტი.

Google News

 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის გამო ნიუ ორლეანის სასტუმროში გაჩერებული Krishna Bharat იმედგაცრუებული აღმოჩნდა.

მას სურდა ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუმცა მიღებული შედეგები მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო.

ოფისში დაბრუნების შემდეგ სამუშაოსგან დამატებით დროს დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ინფორმაციის დახარისხება ისე, რომ მომხდარიყო ახალი ამბების და სანდო წყაროების იდენტიფიცირება. Google News – ს ამჟამად 20 000 ფაბლიშერი ჰყავს.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი პროექტების, რომლებიც „გუგლის“ ცნობილი 20% წესის ფარგლებშია შექმნილი.

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც თავად „გუგლში“ ამბობენ, 20% პროექტები მატერიალურად წახალისებული არ არის.

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?