გამოვიყენოთ თუ არა ჰეშთეგები ფეისბუქზე?

ჰეშთეგები ფეისბუქზე

თუ ფეისბუქზე ბიზნეს გვერდის მართვა გიწევთ, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, პოსტის შექმნისას ფეისბუქი ჰეშთეგის გამოყენებას გვთავაზობს.

hashtag

ჰეშთეგების გამოყენების შესაძლებლობა ფეისბუქზე 2013 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ რაც ეს პოპულარული გახდა ტვიტერზე.

ჰეშთეგზე დაკლიკებისას ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა პოსტის ჩამონათვალს ვხედავთ. # სიმბოლოს შემდეგ ჰეშთეგად შეგვიძლია სიტყვებისა და ციფრების გამოყენება, მაგრამ არა – სასვენი ნიშნების. 

ფეისბუქზე ჰეშთეგები პოსტების მარტივად მოსაძებნად გამოიყენება. ამის მიუხედავად, ფეისბუქზე მათი გამოყენება არასდროს ყოფილა ისეთი გავრცელებული და პოპულარული, როგორც ეს ინსტაგრამსა და ტვიტერზე.

 მიზეზი ის არის, რომ ფეისბუქის მომხმარებლები ნაკლებად იყენებენ  ძიებას ჰეშთეგით. 

ბოლო რამდენიმე დღეა ფეისბუქის ბიზნეს გვერდებზე პოსტის დადებისას პლატფორმა რეკომენდაციის სახით გვთავაზობს, რომ გამოვიყენოთ ჰეშთეგი.

 აუმჯობესებს თუ არა ჰეშთეგები პოსტის ხილვადობას და ზრდის Organic Reach-ს?

ამაზე ცალსახა პასუხი ისეთივე რთულია, როგორც თვითონ ფეისბუქის პლატფორმა. ჰეშთეგებით მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ თქვენს პოსტს, თუ ამ ჰეშთეგით მოძებნიან. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლები ნაკლებად იყენებენ ძებნას ჰეშთეგით, ამიტომაც ცალსახა პასუხი, ღირს თუ არა ჰეშთეგების შერჩევასა და გამოყენებაზე დროის დახარჯვა, არ არის.

2016 წელს BuzzSumo-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელმაც 1 ბილიონზე მეტი ფეისბუქის პოსტის გაანალიზა, აღმოჩნდა, რომ ჰეშთეგის გარეშე დადებულ პოსტებს უფრო მეტი Reach ჰქონდათ. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჰეშთეგები ფეისბუქზე არანაირ ღირებულებას არ სძენს პოსტს (განსხვავებით ტვიტერისა და ინსტაგრამისგან, სადაც ცალკეული ჰეშთეგების follow შეგვიძლია). 

 უნდა გამოვიყენოთ თუ არა ჰეშთეგები ფეისბუქზე

ფეისბუქის ახალი ინიციატივა ჰეშთეგების დამატების წახალისებით, ჯერჯერობით დასატესტია. მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რადგან პლატფორმა აქტიურად ცდილობს მისი გამოყენების წახალისებას, შესაძლოა  დადებითად აისახოს პოსტების ხილვადობაზე.

როგორ გამოვიყენოთ ჰეშთეგები სწორად

და მაინც თუ ვაპირებთ ჰეშთეგების გამოყენებას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად?

  • ჰეშთეგები უნდა იყოს მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი;
  • ინსტაგრამისგან განსხვავებით ფეისბუქის პოსტში საკმარისია 1 ან 2 სწორად შერჩეული ჰეშთეგის გამოყენება;
  • თუ ჩვენ თვითონ ვქმნით ჰეშთეგს, რომელიც ასოცირებული იქნება ჩვენს ბრენდთან,  უნდა გამოვიყენოთ თანმიმდევრულად;
  • ჰეშთეგების გამოყენება მიზანშეწონილია ღონისძიების ან რამე კამპანიის რეკლამირებისას;
  • ყველაზე გავრცელებულია ბრენდირებული და პოპულარული ჰეშთეგების გამოყენება;
  • თუ არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ სწორად, სჯობს საერთოდ თავი შევიკავოთ მათი გამოყენებისგან.

პოპულარული ჰეშთეგების, მათი ვარიაციების მოძებნისა და  სტატისტიკისთვის საინტერესო პლატფორმაა hashtagify

 

მსგავსი სტატიები

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს ცვლილება დადასტურებული არ არის. თუმცა, ინფორმაცია სოციალური მედია ექსპერტებისგან უკვე გავრცელდა.   ტექსტის შეზღუდვის 20%-იანი წესი ფეისბუქი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ინსატაგრამსა და ფეისბუქზე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა რეკლამებს არაგადატვირთული ტექსტით. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა იმ რეკლამებს, სადაც ტექსტი ფოტოს 20%-ზე მეტი იყო. სპეციალურად […]

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე?

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable

ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.