innovation

ინოვატორის დნმ – 5 თვისება ინოვაციისთვის

ინოვატორი ადამიანები

როგორ მოვძებნოთ ინოვატორი ადამიანები ჩვენი კომპანიისთვის? როგორ გავხდეთ უფრო მეტად ინოვატორები ჩვენ თვითონ? ამ კითხვას ბევრი კომპანიის დამფუძნებელი თუ აღმასრულებელი დირექტორი უსვამს საკუთარ თავს.

რით განსხვავდებიან ინოვატორი ანტერპრენერები სხვა მეწარმეებისგან?

 არსებობს 5 მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც განასხვავებს ინოვატორ ანტერპრენერებს სხვა მეწარმეებისგან. სწორედ ერთიანობაში აღებულ ამ უნარებს უწოდეს ინოვატორის დნმ-ი.  

წარმოვიდგინოთ მაგალითი: ორი იდენტური ტყუპისცალი ერთი და იგივე გონებრივი მონაცემებითა და ბუნებრივი ნიჭით. ორივე მათგანს ერთი და იგივე დავალება აქვს – ერთი კვირის განმავლობაში მოიფიქროს კრეატიული ბიზნეს იდეა. ერთი ტყუპისცალი ფიქრობს მარტო დამოუკიდებლად. მეორე ტყუპისცალი კი, პირიქით, (1) მოსაფიქრებელი ბიზნეს იდეის შესახებ საუბრობს სხვადასხვა ადამიანებთან, (2) სტუმრობს რამდენიმე სტარტაპს, რომ დააკვირდეს როგორ მუშაობენ, (3) ტესტავს ბაზარზე შემოსულ  რამდენიმე ახალ პროდუქტს, (4) აჩვენებს იდეის პროტოტიპს სხვადასხვა ადამიანებს და (5) მთელი ამ ნეთვორქინგის განმავლობაში სვამს კითხვებს: ეს რომ მეცადა? ასე რომ გამეკეთებინა?

როგორ ფიქრობთ ამ ორიდან რომელს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ მოუვიდეს ყველაზე ინოვატორული (ამავდროულად განხორციელებადი) იდეა?

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ გენეტიკურად ადამიანებს გადაეცემათ კრეატიული აზროვნების მხოლოდ 1/3. დარჩენილი 2/3  კი სწორედ ამ უნარების დასწავლითა და ხშირი პრაქტიკით მიიღწევა.

1.  ასოცირების უნარი

ასოცირება – ეს არის ადამიანის უნარი ერთმანეთთან დააკავშიროს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი კითხვები, პრობლემები ან იდეები სხვადასხვა სფეროდან. (ე.წ. “მედიჩის ეფექტი“  –  შემოქმედებითი აღორძინების პერიოდი ფლორენციაში, როცა მედიჩების ოჯახმა ერთად მოუყარა თავი სკულპტორებს, მეცნიერებს, პოეტებს, ფილოსოფოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს.  ერთად თავმოყრილმა ამ ინდივიდებმა და მათმა იდეებმა ჩაუყარა  საფუძველი რენესანსის ეპოქას).

რაც უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოცდილება გვაქვს,  ტვინი აკეთებს უფრო მეტ ასოციაციას. ამას მივყავართ მეტ ახალ იდეებამდე.

„კრეატიულობა ეს არის საგნების ერთმანეთთან დაკავშირება“ – სტივ ჯობსი.

სტივ ჯობსი მთელი ცხოვრება სწავლობდა ახალ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ რაღაცეებს. კალიგრაფია, მედიტაცია ინდურ აშრამში, მერსედესის დეტალები, ა.შ. მსოფლიოს ყველაზე ინოვატორი კომპანიები სწორედ მათი დამფუძნებლების მრავალმხრივ გამოცდილებებზე დაყრდნობით აღწევენ წარმატებებს. რაც უფრო ხშირად ცდილობს ადამიანი გაიგოს, დაახარისხოს და შეინახოს ახალი ინფორმაცია, უფრო მარტივად შეუძლია შემდგომში მათ ტვინს სხვადასხვა იდეების ერთმანეთთან დაკავშირება.

2.  ეჭქვეშ დაყენება

Question the unquestionable!

ინოვატორები მუდმივად სვამენ კითხვებს, რომელიც ეჭქვეშ აყენებს აღიარებულ ჭეშმარიტებას. მეგ ვაითმენი (იბეის ყოფილი აღმასრულებული დირექტორი), რომელიც იბეის, ფეიფალის, სკაიპის დამფუძნებლებთან მუშაობდა, ამბობს რომ ეს ადამიანები უზარმაზარ დროს ხარჯავენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ შეცვალონ მსოფლიო, ბრეინსტორმინგის დროს სვამენ კითხვას: რატომ? რატომაც არა? რა იქნებოდა რომ? მაიკლ დელს კომპიუტერების წარმოების იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, თუ რატომ ღირდა მზა კომპიუტერი 5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მისი ნაწილების ერთად აღებული ჯამი.  სწორედ ამ კითხვების შემდეგ შეიმუშავა მან რევოლუციური ბიზნეს მოდელი.

ინოვატორ ანტერპრენერებს უყვართ ეშმაკის ადვოკატის როლის თამაში. „ ყველაზე მეტად მაშინ ვსწავლობ, როდესაც არ ვეთანხმები იმას რასაც მეუბნებიან, ვიკავებ საპირისპირო პოზიციას და ვუბიძგებ დანარჩენებს, რომ დაასაბუთონ თავისი აზრი. ხშირად ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის კითხვების დასმა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ აბსოლუტურად საპირისპირო ალტერნატივა, ამას კი ნამდვილად მივყავართ ორიგინალურ  იდეებამდე“ – პიერ ომიდიარი (იბეის დამფუძნებელი).

შეზღუდვები – როდესაც არსებობს შეზღუდვები რესურსების თუ ტექნოლოგიების კუთხით, ეს პირიქით, გვაიძულებს ვიფიქროთ ორიგინალურად და ვნახოთ არასტანდარტული გამოსავალი.

ტოიტა ყოველთვის არ ყოფილა მანქანების ისეთი შესანიშნავი მწარმოებელი, როგორც ახლაა ცნობილი. ომის შემდგომი იაპონია რესურსების დიდ სიმწირეს განიცდიდა. ინფრასტრუქტურა ფიზიკურად იყო განადგურებული და  გამოცდილი მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. მანქანების ადგილობრივი ბაზარიც მცირე და ფრაგმენტული იყო. ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელი იყო საწარმოს მართვა მასიური წარმოებისთვის დამახასიათებელი სტილით. სწორედ ამ შეზღუდვებმა უბიძგა კომპანიას სხვადასხვა ექსპერიმენტებისკენ. ექსპერიმენტების მიზანი იყო წარმოების ყოველ ეტაპზე დანახარჯების შემცირება. ასე გაჩნდა TPS – Toyota Production System, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია წარმოების პროცესში.

 გუგლის ინოვაციის 9 პრინციპიდან ერთ-ერთი სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა: კრეატიულობას უყვარს შეზღუდვები – Creativity loves constraint.

3.  დაკვირვების უნარი

 ინვოტორი ანტერპრენერები ისეთივე გულმოდგინებით აკვირდებიან მომხმარებლის ქცევასა და ბაზრის განვითარების ტენდენციებს, როგორ ნამდვილი ანთროპოლოგები.  ცნობილია, რომ რიჩარდ ბრენსონი მუდმივად აკეთებდა ჩანაწერებს. ჯეფ ბეზოსი ყველა ცუდ ინოვაციას ფოტოს უღებს. ასე იქცეოდა სემ ვალტონიც, ვოლმარტის დამფუძნებელი. დადიოდა თავისი მაღაზიების ქსელში, კონკურენტების მაღაზიებში, ეკითხებოდა კლიენტებს, თანამშრომლებს, კონკურენტების მომხმარებლებს და ინიშნავდა ყველაფერს. სწორედ მოსმენითა და შენიშვნების გააზრებით განსაზღვრავდა ბიზნეს სტრატეგიას.

4.  ექსპერიმენტების უნარი

ინოვატორი ანტერპრენერები აქტიურად ცდილობენ ახალი იდეების განხორციელებას პროტოტაიპინგით და საპილოტო პროგრამებით. როგორც ტომას ედისონი ამბობდა: „მე არასდროს შემშლია, მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10 000 გზა რომელიც არ მუშაობს“. ინოვაციური კორპორატიული კულტურა ხელს უწყობს მუდმივ ექსპერიმენტებს. ამით განსხვავდება ის ჩვეულებრივი კორპორატიული კულტურისაგან. საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა ასეთი ექსპერიმენტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთაშორისო გამოცდილება ინოვატორ ანტერპრენერებს ეხმარება რომ იყვნენ უფრო მეტად ინოვატორები.

5.  კავშირების დამყარება ე.წ. „ნეთვორქინგი“

დროისა და ენერგიის იმაში დახარჯვა, რომ ნახო და დატესტო იდეები სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციით, ინვოტორ ანტერპრენერებს რადიკალურად განსხავებულ პერსპექტივას აძლევს. ისინი როგორც წესი ესწრებიან სხვადასხვა კონფერენციებს, ღონისძიებებს, იღებენ იდეებს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი მოვლენებისგან.

 ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე,  ამ ხუთი სხვადასხვა უნარის წახალისებით შეუძლია რადიკალურად შეცვალოს არსებული ორგანიზაციული კულტურა და შეურთდეს ინოვატორი ანტერპრენერების რიცხვს.

 წყარო: Harvard Business Review

             The Innovator’s DNA: Mastering the Five Skills of Disruptive Innovators 

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?