The Wayback Machine
ინტერნეტის არქივი
ინტერნეტის არქივი The Wayback Machine ონლაინ გვერდების ციფრულ ბიბლიოთეკას წარმოადგენს.
როგორი იყო ცნობილი საიტები ან ახლა უკვე გაუქმებული გვერდები წლების წინ
სწორედ ამ მიზნით, რომ ყოფილიყო ერთიანი ციფრული ბიბლიოთეკა, სადაც ძველი დაარქივებული გვერდების ნახვა იქნებოდა შესაძლებელი, შეიქმნა ინტერნეტის ბიბლიოთეკა. პროექტზე მუშაობა 1996 წელს დაიწყეს. 5 წლის შემდეგ 2001 წელს ინტერნეტის არქივი გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი პორტალზე web.archive.org, სადაც ახლა უკვე 452 ბილიონი საიტია დამატებული.
ინტერნეტ არქივის გამოყენება
web.archive.org – ზე ძიების ველში ვწერთ სასურველ URL-ს ანუ საიტის მისამართს:

თაიმლაინში ვირჩევთ დროს. კალენდარზე მონიშნული დღეები ნიშნავს, რომ სქრინშოტები ამ დღეებზეა: რაც უფრო დიდია რგოლი, მით მეტი სქრინებია იმ დღეს დაარქივებული.

changes – ის ველში შეგვიძლია საიტის სხვადასხვა დროს დაარქივებული გვერდების პარალელურ რეჟიმში შედარება: ყვითელი ფერი გულისხმობს, რომ კონტენტი წაშლილია, ხოლო ცისფერი ნიშნავს, რომ ეს კონტენტი დამატებულია.
ინტერნეტის არქივი და მისი შეზღუდვები
ინტერნეტ არქივის შექმნის მიზანი, პირველ ყოვლისა, სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებაა. მისი გამოყენება საინტერესოა ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც შეიძლება აინტერესებდეთ ძველი ვებგვერდები, წაშლილი სტატიები, ცვლილებები საიტის კონტენტში, ა.შ. საინტერესოა მკვლევარებისთვის, რომლებიც იკვლევენ ინტერნეტის განვითარების ისტორიას.
თუმცა, კეთილშობილური მიზნების მიუხედავად ყოველთვის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა: რამდენად ლეგალურია საიტის მფლობელის ნებართვის გარეშე გვერდების დაარქივება. რეალურად ყველა ვებგვერდზე, რომელიც გახსნილია, ეს პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს. თუ საიტის მფლობელი ამის წინააღმდეგია, მას შეუძლია მოითხოვოს დაარქივების ოფციის დაბლოკვა. შესაძლებელია პირიქითაც, ვისაც სურს, შეუძლია წარადგინოს დაარქივების მოთხოვნა.

ასე გამოიყურება ჩემი დაარქივებული გვერდი:

არსებობს გუგლ ქრომის სპეციალური გაფართოებებიც, რომელიც ამას აკეთებს ავტომატურად. სპეციალური გაფართოება დამატებით საშუალებას გვაძლევს თავი ავარიდოთ “404 /გვერდი ვერ მოიძებნა” შეცდომებს და გაუქმებული გვერდი პირდაპირ wayback machine – ზე ვნახოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, რა სიხშირით და რა კლასიფიკაციით ხდება საიტების დაარქივება wayback machine – ზე, ამ გვერდზე ნამდვილად უნიკალური და საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეიძლება.
გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა ფეისბუქის გვერდი 2008 წელს ან ამაზონი 1998 წელს?
გადაავლეთ თვალის ფოტოებს.

