ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები

ჯეფ ბეზოსის “Reading List”

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი იქონიეს მის აზროვნებასა და მართვის სტილზე

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები ამაზონის ავტობიოგრაფიულ წიგნში The Everything Store გააჟღერა ბრედ სტოუნმა.

წიგნები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბეზოსის ცხოვრებაში. ონლაინ მაღაზიამ, რომელიც უმსხვილეს ტექნოლოგიურ ლიდერად იქცა, თავდაპირველად ყველაფერი სწორედ წიგნების ონლაინ გაყიდვით დაიწყო.

ჯეფ ბეზოსი ყოველთვის გამოირჩეოდა კითხვის დიდი სიყვარულით. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წაკითხულმა წიგნებმა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს მასზე, როგორც ლიდერის ჩამოყალიბებაზე. ამ წიგნებმა განსაზღვრეს ამაზონის, როგორც კომპანიის კორპორატიული კულტურა და ღირებულებები.

Jeff’s Reading List – ად წოდებული წიგნების ეს ნუსხა ასე გამოიყურება.

1. The Remains of the Day – Kazuo Ishiguro

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები The Remains of the Day

1989 წლის ეს რომანი ბეზოსის ერთ-ერთი ფავორიტია. წიგნში ინგლისელი მსახური იხსენებს თავის ცხოვრებას, რომელიც სრულად მიუძღვნა ლორდ დარლინგტონს. სტივენსი ნანობს დაკარგულ შესაძლებლობებს და იმ დროს, რაც უპირობო ერთგულ სამსახურში გაატარა.

კონცეფცია, რომელსაც ბეზოსი “the regret-minimization framework”- ს უწოდებს, სწორედ ამ წიგნის გავლენითაა.

ეს ფრეიმვორქი გულისხმობს რამდენიმე წლის შემდგომ საკუთარი თავის წარმოდგენას და კითხვას: ნანობ თუ არა წარსულში ჩადენილ რაიმე მცდელობას.

სწორედ ეს კითხვა დაუსვა ბეზოსმა საკუთარ თავს, 80 წლის ასაკში ინანებდა თუ არა იმას, რომ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი. პასუხი მხოლოდ ერთი ჰქონდა.

შემდგომში სწორედ ეს მიდგომა დაეხმარა ბეზოსს, მიეღო უმნიშვნელოვანესი ბიზნეს გადაწყვეტილებები.

2. Sam Walton: Made in America 

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები 
 Sam Walton Made in America

1992 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში “ვოლმარტის” დამფუძნებელი სემ ვალტონი რითეილ ბიზნესში დისქაუნთის კონცეფციას აღწერს. ვალტონი გამოჰყოფს კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელ სხვადასხვა ფაქტორებს. მათგან ეკონომიურობა (frugality) და სწრაფვა მოქმედებისკენ (bias for action) ამაზონის ლიდერშიფის პრინციპების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს.

3. Memos From the Chairman

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები 
 Memos From the Chairman

წიგნში თავმოყრილია ყოფილი საინვესტიციო ბანკის Bear Sterns – ის მმართველის ალან გრინბერგის მიმართვები თანამშრომლებისადმი.

1978 წლიდან 1988 წლამდე დაწერილ მიმართვებში ალან გრინბერგი გულწრფელად საუბრობს იმ იდეებზე, რომლებმაც უნდა გააძლიერონ კომპანია.

შთამაგონებელ მიმართვებში ალან გრინბერგის მარტივი და უნიკალური მენეჯმენტის ფილოსოფიაა გამოხატული.

ჯეფ ბეზოსის ცნობილი ყოველწლიური წერილები კომპანიის აქციონერებისადმი სწორედ გრინბერგის მიმართვებითაა შთაგონებული.

4. The Mythical Man-Month: Essays on Software Engineering

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები The Mythical Man-Month

წიგნში ცნობილი მეცნიერი ფრედ ბრუქსი ამტკიცებს, რომ პროგრამისტების მცირე ჯგუფს უფრო ეფექტურად შეუძლია რთული კომპიუტერული ამოცანების გადაჭრა, ვიდრე დიდი ჯგუფისგან დაკომპლექტებულ პროფესიონალებს.

ამ წიგნიდან აღებული იდეა დგას სწორედ ამაზონის ცნობილი two-pizza teams – ის უკან.

5. Built to Last: Successful Habits of Visionary Companies

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები Built To Last

მენეჯემენტის კლასიკად აღიარებული წიგნში განხილულია წიგნის ავტორების 6 წლიანი კვლევის შედეგები. ჯიმ კოლინსმა და ჯერი ფორასმა შეისწავლეს სხვადასხვა წარმატებული კომპანიები, რათა ეპასუხათ კითხვისთვის:

  • რა გამოარჩევს ნამდვილად წარმატებულ კომპანიებს დანარჩენებისგან?
  • რა საერთო ღირებულებები განსაზღვრავს მათ წარმატებას გრძელვადიანად?

ყველა ამ კომპანიას აქვს ერთი მთავარი იდეოლოგია საერთო. მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც ამას ითავისებენ, აღწევენ წარმატებას.

6. Good to Great: Why Some Companies Make the Leap…And Others Don’t.

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები Good To Great

რა არის ის განმასხვავებელი ნიშნები, რაც კარგ კომპანიას აქცევს საუკეთესოდ?

ჯიმ კოლინსი იხსენებს 2001 წელს ჯეფ ბეზოსის სატელეფონო ზარს. ამ პერიოდში ამაზონი ე.წ. dot-com კრიზისს განიცდიდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგება.

ამაზონის მენეჯმენტის გუნდთან საუბრისას კოლინსმა წიგნის ძირითადი იდეა განიხილა: ბიზნესის ზრდა და განვითარება როგორც გიგანტური flywheel – ის. კომპანიის ყველა აქტივობა მიმართული უნდა იყოს ინერციის, ბიძგის შექმნისკენ. ასეთ დროს ‘building A will drive B.’”

7. Creation: Life and How to Make It

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები  Creation

რევოლუციური კომპიუტერული თამაშის Creatures® – ის შემქმნელი წიგნში სვამს კითხვას: რა არის ხელოვნური ცხოვრება? პარალელური სამყარო რომელიც არსებობს კიბერსივრცეში. როგორც ამბობენ, სტივ გრანდის ამ წიგნმა ამაზონის ვებ სერვისების (AWS) შექმნაში მნიშვნელოვანო როლი შეასრულა.

8. The Innovator’s Dilemma: When New Technologies Cause Great Firms to Fail 

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები The Innovator's Dilemma

ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნეს წიგნში ინოვაციების ექსპერტი კლეიტონ კრისტენსენი ხსნის, თუ როგორ შეიძლება კომპანია ყველაფერს სწორად აკეთებდეს, მაგრამ მაინც დაკარგოს პოზიციები ბაზარზე. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა ინდუსტრიას. ზოგი კომპანია არ არის მზად, რომ გამრღვევი ინოვაცია ( disruptive innovation) მიიღოს. თუმცა გრძელვადიანად მისი უგულებელჰყოფა უფრო ძვირი უჯდება. “ინოვატორის დილემაში” განხილული პრიცნიპები Amazon Web Service – სა და Kindle – ის შექნისთვის ერთ-ერთი ბიძგი აღმოჩნდა.

9. The Goal: A Process of Ongoing Improvement

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები 
 The Goal

ალექს როგო დაქირავებული მენეჯერია საწარმოში. ის ცდილობს შედეგების გაუმჯობესებას, თუმცა მისი საწარმო კატასტროფსკენ მიექანება. მას მხოლოდ 90 დღე აქვს საწარმოს გადასარჩენად. სხვა შემთხვევაში ის დაიხურება და უამრავი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ძველ კოლეგასთან შეხვედრა ალექსს დაეხმარება, რომ ტრადიციული აზროვნებისგან განსხვავებული გზები მოძებნოს.

კომპანიებმა უნდა აღმოაჩინონ საოპერაციო პროცესებში ყველაზე ხელისშემშლელი მიზეზები. შემდეგ კი მოახდინონ სტრუქტურის დალაგება ისე, რომ სარგებელი მიიღონ მისგან. Jeff Wilke – და მისი გუნდისთვის ეს წიგნი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამაზონის ლოჯისტიკის ქსელის ასაწყობად.

10. Lean Thinking: Banish Waste and Create Wealth in Your Corporation

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები Lean Thinking

წიგნის ავტორები ბიზნესებს მოუწოდებენ იმ აქტივობებზე ფოკუსირებაზე , რომელიც ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის და გამორიცხავს ყველა სხვა დანარჩენს. შესაბამისად, ურჩევენ თავიდან აიცილონ იმ აქტივობებზე ძალისხმევა, რომელიც ტექნიკურად მიმზიდველია, მაგრამ ბიზნესისთვის არ არის გადამწყვეტი.

11. Data-Driven Marketing: The 15 Metrics Everyone in Marketing Should Know

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები Data-Driven Marketing

Data-Driven Marketing  – ში განხილულია ის ანალიტიკური ხელსაწყოები, რომლითაც მარკეტინგული დანახარჯების შეფასება და გაზომვაა შესაძლებელი. ამაზონის თანამშრომლების ყველა გადაწყვეტილება სწორედ რომ მონაცემებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

12. The Black Swan: The Impact of the Highly Improbable

ჯეფ ბეზოსის რჩეული წიგნები The Black Swan

“შავი გედის თეორია” თეორია მცირე ალბათობის, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენას გულისხმობს, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია. წიგნში ფილოსოფიურ ასპექტებთან ერთად ანტერპრენერესთვის საჭირო ბევრ დეტალზეა გამახვილებული ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?