2 pizza rule

ჯეფ ბეზოსის „2 პიცის წესი“

2 Pizza rule

2 pizza teams მცირე ჯგუფები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი იდეების დატესტვა და განხორციელება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე – ეს გახდა ბეზოსის ცნობილი „2 პიცის წესის“ საფუძველი: ბეზოსის აზრით, რაც გინდა დიდი იყოს კომპანია, ცალკეული გუნდის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 ადამიანს:

“If you can’t feed a team with two pizzas, it’s too large”.

ამაზონში ასობით “2 pizza” გუნდია, რომლებიც როგორც წესი ორგანიზებულნი არიან არა პროექტის, არამედ ერთი კონკრეტული ფუნქციის/სერვისის გარშემო. მათი საქმიანობა გრძელვადიანია, ავტონომიური, გუნდი ფლობს და პასუხისმგებელია თავისი სისტემის ყველა ასპექტზე. “2 pizza” გუნდების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვა სამსახურებთან ზედმეტი კომუნიკაციის შემცირებაა. მათ ხელი მიუწვდებათ კომპანიის ყველა რესურსზე. მცირე ჯგუფებში გაცილებით სწრაფად ხდება დეველოპმენტი, ტესტი, ფიდბექი და პროდუქტის გაშვება.

 “2 pizza” გუნდების მაგალითებია: Promotion team, image team, ა.შ.

გუნდის ლიდერი არის ბიზნეს ოუნერი.

2 pizza ჯგუფის უპირატესობები:

  • მცირე ჯგუფები ნაკლებ დროს ხარჯავენ ფორმალობებში და მეტი დრო აქვთ საქმის გასაკეთებლად.
  • ადამიანები პატარა ჯგუფებში უკეთესად მუშაობენ ერთმანეთთან.
  • დიდი ზომის გუნდები ზედმეტ თავდაჯერებას განაპირობებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს ერთი და იგივე ლეგოს ფიგურა ასაწყობად, 2 კაციანმა გუნდს დასჭირდა 36 წთ ამოცანის შესასრულებლად, ხოლო 4 კაციან გუნდს 52 წუთი. ასევე, 4 კაციანი გუნდს ამოცანის დასაწყისში უფრო ოპტიმისტური პროგნოზი ჰქონდა, ვარაუდობდა, რომ უფრო სწრაფად დაასრულებდა, ვიდრე სინამდვილეში დასჭირდა დრო.
  • ინდივიდუალური იდეებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ პატარა ჯგუფებში, რადგან დიდ ჯგუფში ადამიანები უფრო ხშირად არიან მსხვერპლი გუნდური გადაწყვეტილების და კონსესუსის მიღწევის საჭიროების.
  • რაც უფრო დიდია ჯგუფი, უფრო ნაკლებად ფიქრობენ ადამიანები იმ მიზეზებზე თუ რატომ არ მუშაობს რაღაც.
  • როდესაც პატარა გუნდი იღებს პროექტს, მისი გამოსვლის შედეგები უფრო პერსონალურია და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათი მოტივაცია და პასუხისმგებლობა წინა ხაზზეა. ისინი უფრო მეტაც ცდილობენ. უფრო მეტად გრძნობენ გუნდის წევრად თავს და არა დაკარგულად ბრბოში.

ის რომ ორი თავი ერთს სჯობია – ყოველთვის გამართლებული არ არის, რადგან ინდივიდუალური პროდუქტიულობის ხარისხი პატარა ჯგუფებში უფრო მაღალია.

წყარო: buffer.com

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?