just do it award at amazon

რატომ იღებენ ამაზონის თანამშრომლები Just do it award-ს?

Just do it award

ახალი იდეები და ინიციატივები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება მიზნად, ამაზონში ნაიკის სლოგანის ნომინაციით აღინიშნება. Just do it award – ეს არის ჯილდო თანამშრომლებისთვის, რომელიც განასახიერებენ სწრაფვას მოქმედებისკენ – bias for action…

GREG LINDEN-ი, ამაზონის ყოფილი თანამშრომელი თავის ბლოგ პოსტში იხსენებს ჯილდოს ისტორიას, რომელიც მან მიიღო Shopping cart recommendations – თვის.

„კალათაში ნივთების დამატებისას პროდუქციის რეკომენდაცია ახალი ამბავი სულაც არ გახლდათ, მაგრამ მინდოდა კალათაში დამატებული ნივთების მიხედვით პერსონალიზებული შეთავაზებების გამოჩენა მომხმარებლისთვის. იქიდან გამომდინარე, თუ რა პროდუქტს დაამატებდა მომხმარებელი კალათაში, დინამიურად შეიცვლებოდა შეთავაზებული პროდუქტების სიაც. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განაპირობებდა იმპულსურ შესყიდვებს და მთლიანობაში გაზრდიდა გაყიდვებს. გრეგმა საიტის სატესტო ვერსიაზე შეცვალა კალათის გვერდი რეკომენდებული პროდუქტების დამატებით და აჩვენა გარშემომყოფებს. რეაქცია დადებითი იყო, თუმცა მთავარი წინააღმდეგი მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელიც შიშობდა, რომ ეს დეტალი მომხმარებელს ჩექაუთის გვერდზე ყურადღებას გადაატანინებდა და ხელს შეუშლიდა შესყიდვის პროცესის დასრულებაში, ამიტომ საერთოდ აუკრძალა ამაზე მუშაობა. გრეგ ლინდენს უთხრეს, რომ ამაზონი ჯერ არ იყო ამისთვის მზად. თუმცა რადგან მას თვითონ ღრმად სჯეროდა პერსონალიზებული რეკომენდაციის იდეის, მუშაობა განაგრძო და გაუშვა ტესტი იმისთვის, რომ შეძლებოდა  გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით არგუმენტირება. შედეგი ცხადზე ცხადი აღმოჩნდა.

ზოგიერთ ორგანიზაციაში ხელმძღვანელის დაუმორჩილებლობა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს, თუმცა ამაზონი სწორედ რომ ის კომპანიაა, სადაც ასეთი ინიციატივები პირიქით წახალისებულია.

ჯილდოდ ნაიკის ძველი ფეხსაცმელების შერჩევას თავისი ისტორია აქვს.  როდესაც ამაზონმა 1999 წელს, თავისი თანამშრომელი, ყოფილი კალათბურთელი და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი Dan Kreft – ი სიეტლის სათაო ოფისში გადაიყვანა, დენმა თან გაიყოლა ყუთები თავისი ძველი ნაიკის ფეხსაცმელებით, რომელსაც უკვე აღარ იყენებდა, მაგრამ გადასაგდებაც ენანებოდა. როდესაც ნომინაციის შესახებ გაიგო, იფიქრა, რომ ზუსტად შესაბამისი იქნებოდა ჯილდოდ მისი ძველი სნიკერსები და შესაბამის განყოფილებას გაუგზავნა. მართლია, დენ კრეფტის ძველი ფეხსაცმელების მარაგი უკვე ამოწურულია, მაგრამ ნომინაცია კვლავ აქტუალურია. საბოლოო გადაწყვეტილებას ბეზოსი თავად იღებს და წელიწადში ორჯერ 600 000 თანამშრომლიდან გამორჩეულს აჯილდოებს ამ ნომინაციით.

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?