ონლაინ პლატფორმა alibaba.com

როგორ გადაურჩა Alibaba.com 2003 წლის პანდემიის კრიზისს

ონლაინ პლატფორმა alibaba.com

ონლაინ პლატფორმა Alibaba.com 1999 წელს შეიქმნა ჩინეთში. ონლაინ მარკეტფლეისმა ჩინელ მომწოდებლებს საერთაშორისო ბაზარზე გაუხსნა გზა და B2B ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.

პანდემია ჩინეთში

2003 წელს, როდესაც ჩინეთში პირველად დაფიქსირდა  SARS-CoV – ის ეპიდემია, ალიბაბას ჰყავდა უკვე 400 – მდე თანამშრომელი. ჰქონდა პირველი წლიური მოგებაც.  სამხრეთ ჩინეთიდან პანდემია მალე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. შედეგი: დახურული საწარმოები, სახლში დარჩენილი მუშა-მოსამსახურეები, შემცირებული გაყიდვები რითეილში… ვირუსი გადაედო ალიბაბას ერთ-ერთ თანამშრომელს. alibaba.com იძულებული გახდა თანამშრომლები სრულად გაეშვა კარანტინში. თუმცა, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. როგორც ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, ყოფილა შემთხვევა, ტელეფონის ზარისთვის რომელიმე თანამშრომლის ბებიას ან ბაბუას უპასუხია.

“We even got the families involved, so the grandma or grandpa would answer the home phone saying “Hello, Alibaba” before handing the phone over to the company employee”. – Porter Erisman, ალიბაბა ჯგუფის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი.

ჯეკ მა ალიბაბას დამფუძნებელი

ჯეკ მას მიმართვა თანამშრომლებისადმი SARS კრიზისის დროს.

ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბევრმა ქვეყანამ ჩინეთში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. შედეგად უფრო მეტმა მყიდველმა დაიწყო  პროდუქციის ონლაინ შეძენა. მეორე მხრივ,  ადგილობრივმა ჩინელმა მომწოდებლებმაც უფრო მეტი მარკეტინგული რესურსის ჩადება დაიწყეს ონლაინ პლატფორმაზე.

ალიბაბამ მცირე ბიზნესის დასახმარებლად მთავრობასთან კოორდინაციით ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ტრენინგებს: თუ როგორ შეეძლოთ ჩინელ მომწოდებლებს ონლაინ პლატფორმის გამოყენება ეპიდემიის დროს.

ჩინეთის ტრადიციული ბიზნესი უკანმოუხედავად ტრანსფორმირდებოდა ონლაინ.

2003 წლის მარტში კომპანიამ 4000 ახალი წევრი დაამატა. ყოველდღიურად საიტზე ემატებოდა 9000 პროდუქტი.  

ტაობაო

ამ პერიოდში ალიბაბას უკვე დაგეგმილი ჰქონდა საცალო მომხმარებელზე გათვლილი ონლაინ პლატფორმა taobao.com – ის გაშვება. პლატფორმას კონკურენცია უნდა გაეწია ჩინურ ბაზარზე დიდი ინვესტიციებით შემოსული ebay.com – თვის. ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემია საფრთხეს უქმნიდა ალიბაბას განვითარებას. საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ტაობაოს. თუმცა, ალიბაბას დამფუძნებელმა „Crazy Jack“ – მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიას კრიზისული სიტუაცია შესაძლებლობად ექცია.

ტაობაოს პროექტზე მუშაობა არ შეჩერებულა. 6 დამფუძნებელი და დეველოპერი ჯეკ მას ძველ საცხოვრებელ აპარტამენტში გადავიდა.

ისინი თითქმის შეუსვენებლად მუშაობდნენ იმისთვის, რომ საიტი გაშვებულიყო. პროექტი დასრულდა და 10 მაისს Taobao.com გაეშვა.

 ტაობაოს თანამშრომლები
ამბობენ, რომ ტაობაოზე მუშაობის პროცესში თანამშრომლები ხშირად თავდაყირა დგებოდნენ ენერგიის მოსამატებლად.

ამ დროისთვის ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით პანდემიის შიშით უკვე სახლებში იყო იზოლირებული. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი: სახლებში დარჩენილმა ჩინელმა მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს ინტერნეტის გამოყენება. იმის მიუხედავად, რომ იბეი ჩინეთის ბაზარზე 1 წლით ადრე შევიდა და 250 მილიონი დოლარის ინვესტირება გააკეთა, ტაობაო მალევე გახდა იბეის კონკურენტი. ჯეკ მამ იბეის ჩინელი მომხმარებლები მარტივად გადაიბირა: საშუალება მისცა 3 წლის განმავლობაში უფასოდ ესარგებლათ პლატფორმით.

2006 წლისთვის ტაობაოს უკვე ჩინური ონლაინ აუქციონის ბაზრის უმრავლესობა ეკავა. ამერიკული კომპანია იძულებული გახდა საერთოდ გასულიყო ჩინეთის ბაზრიდან.

ტაობაო ახლა უკვე 600 მილიონი თვიური მომხმარებლებით დაეხმარა ალიბაბას, რომ გამხდარიყო მსოფლიოში უდიდესი იკომერისის პლატფორმა. რა თქმა უნდა, ახალმა ვირუსმა Covid – 19 ამჯერადაც უარყოფითი შედეგები იქონია კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2020 წლის დასაწყისში 12% ით შემცირდა კომპანიის აქციების ფასი. თუმცა, როგორც ალიბაბაში აცხადებენ, კომპანია ხედავს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად ონლაინ გამოიწერისას. ალიბაბა დარწმუნებულია ჩინეთის ეკონომიკის და საზოგადოების დიჯითალიზაციაში. ის კვლავ მზადაა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის.

წყარო: businessinsider.com; cnbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?