ორგანული რიჩი

რატომ ნახულობს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ფეისბუქზე ჩვენს პოსტებს

ორგანული რიჩი

ორგანული რიჩი Organic Reach გულისხმობს იმ მომხმარებლების რიცხვს, რომლებიც ჩვენს მიერ დადებულ პოსტებს უფასოდ ნახულობენ.

ფეისბუქზე უამრავ ბიზნეს გვერდს შეხვდებით, რომელთა ფოლოურების რიცხვი 100 000 – ს ცდება, თუმცა პოსტებზე ინგეიჯმენთი მინიმალურია.

2012 წლამდე ორგანული რიჩი  გაცილებით მაღალი იყო და დაახლოებით 16%-ს შეადგენდა.

2014 წლისთვის ეს რიცხვი შემცირდა 6.5% – მდე.  მას შემდეგ სულ უფრო მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თქვენი გვერდის მიერ დადებულ პოსტებს უფასოდ ნახულობს.

ორგანული რიჩი

 

ორგანული რიჩი

 რატომ აღარ უჩნდება თქვენს მიერ დადებული კონტენტი იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი გვერდი მოწონებული აქვს?

კონკურენცია ნიუს ფიდში მოსახვედრად

სოციალური ქსელის უპირატესობები და სარგებელი სხვადასხვა ბიზნესისთვის უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა . შესაბამისად სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების მეტი მსურველია. ფეისბუქზე იქმნება უფრო მეტი რაოდენობის კონტენტი, ვიდრე აქამდე და ნიუს ფიდში გამოჩენაც უაღრესად კონკურენტული გახდა.

2018 წლის ნიუს ფიდის ალგორითმის ცვლილება

2018 წელს ფეისბუქმა დაანონსა ცვლილებები ნიუს ფიდში. ცვლილებების შედეგად ფეისბუქისთვის პრიორიტეტული გახდა ე.წ. meaningful interaction – ი, ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაცია.

სწორედ ის, რაც თავდაპირველად იყო სოციალური ქსელის შექმნის მიზანი.

 ამის შედეგად კომპანიების სარეკლამო მარკეტინგული პოსტები მეორეხარისხოვანი გახდა.

ფეისბუქის ალგორითმი ისეთ კონტენტს ანიჭებს უპირეტესობას, რომელიც საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის და გამოიწვევს მის ჩართულობას. ასეთ კონტენტს მიეკუთვნება:

  • კონტენტი, რომელიც ზიარდება მესენჯერში
  • რომელსაც ხშირად იწონებენ და აკომენტარებენ
  • მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების პოსტები, ა.შ.

ამ ყველაფრის შედეგად პრიორიტეტული გახდა ხარისხიანი კონტენტის შექმნა და სწორი რეკლამირება. 

როგორც პროგნოზირებენ, ორგანული რიჩები დროთა განმავლობაში ფაქტიურად განულდება.

თუ აპირებთ რეკლამას, გასცდით დაბუსტვის ღილაკს.

გამოიყენეთ ანალიტიკისა და ედვერთაიზინგის ისეთი ხელსაწყოები, რასაც  ფეისბუქი უფასოდ გვთავაზობს:

  • სცადეთ რეკლამის გაშვება სხვადასხვა სარეკლამო მიზნით. გააკეთეთ რეკლამის ანალიზი, თუ რა შედეგი მოიტანა კონკრეტულმა რეკლამამ.
  • შექმენით Custom Audience – ები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული კლიენტების ბაზა. ატვირთოთ მონაცემები ფეისბუქზე და ფეისბუქი თავად დააგენერირებს ამ ადამიანებისგან შემდგარ აუდიტორიას. გარდა ამისა, შეგიძლიათ შექმნათ იმ მომხმარებლების აუდიტორია, რომელთაც უკვე ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ინტერაქცია თქვენს საიტსა თუ ფეისბუქის გვერდზე. 
  • Lookalike Audiences – შექმენით თქვენი არსებული მომხმარებლების მსგავსი აუდიტორია და მოარგეთ სარეკლამო მესიჯი მათ ინტერესებს. 
  • Audience Insights – გაიგეთ მეტი ინფორმაცია ფეისბუქის მომხმარებლებზე. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის უკეთ შესარჩევად.
  • Facebook Pixel – ფეისბუქის ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც გაძლევთ ინფორმაციას თქვენი მომხმარებლების ქცევის შესახება და აუცილებელია რემარკეტინგისთვის.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს ცვლილება დადასტურებული არ არის. თუმცა, ინფორმაცია სოციალური მედია ექსპერტებისგან უკვე გავრცელდა.   ტექსტის შეზღუდვის 20%-იანი წესი ფეისბუქი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ინსატაგრამსა და ფეისბუქზე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა რეკლამებს არაგადატვირთული ტექსტით. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა იმ რეკლამებს, სადაც ტექსტი ფოტოს 20%-ზე მეტი იყო. სპეციალურად […]

გამოვიყენოთ თუ არა ჰეშთეგები ფეისბუქზე?

ჰეშთეგები ფეისბუქზე თუ ფეისბუქზე ბიზნეს გვერდის მართვა გიწევთ, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, პოსტის შექმნისას ფეისბუქი ჰეშთეგის გამოყენებას გვთავაზობს. ჰეშთეგების გამოყენების შესაძლებლობა ფეისბუქზე 2013 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ რაც ეს პოპულარული გახდა ტვიტერზე. ჰეშთეგზე დაკლიკებისას ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა პოსტის ჩამონათვალს ვხედავთ. # სიმბოლოს შემდეგ ჰეშთეგად შეგვიძლია სიტყვებისა და ციფრების გამოყენება, მაგრამ არა – სასვენი […]