პირველი ბანერი
როგორ გამოიყურებოდა პირველი ინტერნეტ ბანერი
პირველი ბანერი ინტერნეტში HotWired.com – ზე გამოჩნდა 1994 წელს. ბანერი AT&T – ის რეკლამას წარმოადგენდა ტექსტით:
Have you ever clicked your mouse right here?
დაგიკლიკებია როდესმე მაუსი აქ?



დაკლიკების შემდეგ მომხმარებელი გადადიოდა სპეციალურ ლენდინგ ფეიჯზე, სადაც AT&T-ის მარკეტინგული კამპანიის You Will – ის შესახებ ხვდებოდა ინფორმაცია.

ბანერის CTR-მა 44% შეადგინა, რაც დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელი შედეგია. პირველად გახდა შესაძლებელი რეკლამის ისეთი სტატისტიკის გაგება, თუ რამდენმა მომხმარებელმა ნახა ბანერი და გადავიდა ბმულზე.
20 წელიწადში რადიკალურად შეიცვალა ბანერების ეფექტურობა. იმის ფონზე, რომ ინტერნეტის საშუალო მომხმარებელი თვეში დაახლოებით 1700 ბანერს ნახულობს, ბანერები ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ და იგნორირებად რეკლამად იქცა.
რატომ იყო პირველი ბანერი ასეთი წარმატებული
- პირველი ბანერი “have you ever clicked your mouse right here?” წარმოადგენდა ერთიანი მარკეტინგული კამპანიის შემადგენელ ნაწილს 50 მლნ ბიუჯეტით (სატელევიზიო, რადიო, პრინტ რეკლამა). სხვადასხვა არხებით შექმნილმა მაღალმა ცნობადობამ განაპირობა მომხმარებლის ინტერესი ონლაინ ბანერის მიმართ.
- ლენდინგ ფეიჯზე მომხმარებელს ხვდებოდა ვირტუალური ტურები სხვადასხვა მუზეუმეში.ეს იყო საინტერესო და იმ დროისთვის ინოვაციური კონტენტი.
- ბანერი HotWired.com – ის ხელოვნების განყოფილებაში იყო განთავსებული, რაც თავის თავად სწორ ფლეისმენთს და რელევანტურ მომხმარებლებს მოიაზრებდა.
პირველი ინტერნეტ ბანერის შემქმნელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ 1994 წელს ამ ბანერით საფუძველი ჩაეყრებოდა ონლაინ რეკლამის ისეთ ტრანსფორმაციას, როგორიც ახლაა.
პირველი ბანერის ისტორია შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: thefirstbannerad.com