რომელი აპლიკაციების პოპულარობაზე იქონია გავლენა კორონავირუსმა?
Covid-19 პანდემია ობიექტურად შეიძლება მივიჩნიოთ ონლაინ ბიზნესის აყვავების ხანად. პანდემია საუკეთესო ბიძგი აღმოჩნდა უამრავი ახალი წამოწყებისა და უკვე დაფუძნებული ბიზნესების ფართო გამოყენებისთვის. მაშინ როცა ოფლაინ ბიზნესები სულს ღაფავენ და საბოლოო მეტამორფოზამდე წუთებს ითვლიან, ონლაინ სამყაროს ციდან დოლარების შხაპუნა წვიმა მოდის. პანდემიის გავრცელების შემდგომ აპლიკაციების შემოსავალი რამდენიმე მილიონი და მილიარდი დოლარითაც კი გაიზარდა, ბოლო სამ თვეში. ბუნებრივია, ოთხ კედელ შუა გამომწყვდეული ადამიანის ერთადერთი ნუგეში ახლა ვირტუალური რეალობა და იმ აპლიკაციების გამოყენებაა, რომლებიც ყოველდღიურ ამაოებას უფრო მარტივს ან მსუბუქს ხდის.
ბაზრის მიმოხილვა:
რომელია პოპულარული აპლიკაციები პანდემიის დროს?
ასე გამოიყურება 2020 წლის 1-ელ კვარტალში მსოფლიო ჩამოტვირთვების ზრდა 2019 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით.

თინეიჯერების (და არამარტო) საყვარელი აპლიკაცია TikTok კარანტინის პერიოდში რეკორდული პოპულარობით სარგებლობს. 2016 წელს გამოშვებულმა აპლიკაციამ მოხმარების პიკს 2020 წლის I კვარტალში მიაღწია. იგი 65 მილიონი ინსტალაციით უსწრებს მეორე ადგილოსან Whatsapp-ს. TikTok-მა მოხსნა 2016 წლის მესამე კვარტლის Pokemon Go-ს რეკორდი 308 მილიონი გადმოწერა.
კორონავირუსის გავლენამ დადებითად იმოქმედა ვიდეო აპლიკაციებზეც. Zoom პირველად მოხვდა გადმოწერების რაოდენობით ტოპ 20 აპლიკაციას შორის (მისი დამფუძნებელი ერიკ იუანი სამ თვეში 4 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, მას შემდეგ რაც მსოფლიოს კორონავირუსის ტალღამ გადაურა). ის მეშვიდე ადგილასაა 80 მილიონი ინსტალაციით.
პოპულარული აპლიკაციები პანდემიის დროს

მონაცემები ეყრდნობა უნიკალური მომხმარებლის გადმოწერის მაჩვენებლებს (მომხმარებლის ერთ ანგარიშზე ერთჯერადად გადმოწერილი აპლიკაცია).
ასევე, არაა ჩათვლილი ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ ერთი ექაუნთიდან სხვადასხვა მოწყობილობებზე გადმოწერები და წაშლილი აპლიკაციის ხელახლა გადმოწერა. ციფრები გამოხატავს ერთი აპლიკაციის ყველა ვერსიას, მაგ: facebook და facebook lite.
App store-ში გადმოწერები მსოფლიო მასშტაბით
TikTok ჰქონდა 67 მილიონი ინსტალაცია App Store-ზე 2020 წლის 1-ელ კვარტალში. არცერთ არა-გეიმინგ აპლიკაციას არ ჰქონია ერთ კვარტალში 50 მილიონზე მეტი გადმოწერა.
კორონავირუსის ფონზე, ასევე კარგად იმუშავეს ვიდეო კონფერენციის აპლიკაციებმა. განსაკუთრებით ჩინეთში, zoom-თან ერთად (მე-3 ადგილი), Dingtalk-მა (მე-6 ადგილი) და VooV Meeting-მა (მე-12 ადგილი) მწვერვალები დაიპყრეს. მთავრობის მიერ სახლში დარჩენის ბრძანებამ აუცილებელი გახადა სასწავლო და სამუშაო მიზნებისთვის ვიდეო კონფერენციების აპლიკაციების გამოყენება.

Google Play-ში გადმოწერები მსოფლიო მასშტაბით
Whatsapp – ს ეჭირა ლიდერი პოზიცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან 2020 წლის პირველ კვარტლამდე, სანამ ლიდერობა TikTok-მა აიღო. TikTok გახდა ნომერი პირველი აპლიკაცია გადმოწერების სიხშირით, 61%-იანი ზრდით წინა წლის ამავე კვარტალთან შედარებით.
TikTok-ს მოყვებიან Facebook მფლობელობაში მყოფი აპლიკაციები და ისინი ტოპ ხუთეულს შეადგენენ: WhatsApp, Facebook, Instagram, და Messenger.
