Google Trends – გუგლ ტრენდს
რას ეძებენ google – ში ყველაზე ხშირად
რას ეძებენ google – ში ყველაზე ხშირად? ეს კითხვა ჟურნალისტების გარდა სხვა ნებისმიერი მომხმარებლისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს.
რა არის Google Trends – გუგლ ტრენდს
გუგლ ტრენდს ეს არის გუგლის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, თუ რას ეძებს მომხმარებელი. გათვალისწინებულია არა მხოლოდ გუგლის საძიებო გვერდზე შეყვანილი ძიებები, არამედ google news და YouTube . რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ანონიმურია.

მონაცემების დალაგება შეიძლება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (როგორც ფოტოზეა):
- Worldwide – ვირჩევთ ქვეყანას
- Past 12 months – ვირჩევთ დროის პერიოდს
- All categories – ვირჩევთ კატეგორიას
- Web search – ვირჩევთ ძიების არხს (web search, image search, news search, google shopping, YouTube search)
მთავარ გვერდზე ვნახულობთ მიმდინარე აქტუალურ თემებს.

ვისთვის არის საინტერესო Google Trends – გუგლ ტრენდს
გარდა უბრალო ცნობისმოყვარეობისა, გუგლ ტრენდს ხშირად იყენებენ ჟურნალისტები და ბლოგერები.
ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო ვწერთ სტატიას და გვაინტერესებს ამ თემის ირგვლივ ძიების სტატისტიკა. ეს ინფორმაცია google trends – ზე მარტივად შეგვიძლია ვნახოთ.
თუ სტატიის დაწერა გვინდა და გვაინტერესებს ამ წუთას აქტუალური თემები მომხმარებლისთვის, ამ შემთხვევაშიც გუგლ ტრენდსი გამოგვადგება.
ძიება შეგვიძლია ქვეყნის ან რეგიონის მასშტაბით დავავიწროვოთ და აღმოვაჩინოთ ძიებადი თემები სწორედ კონკრეტულ რეგიონში.
შესაძლოა, თემა უკვე შერჩეული გვაქვს და გვაინტერესებს მისი ძიების დინამიკა. ამისთვის საჭიროა შევიყვანოთ სასურველი ფრაზა საძიებო ველში და შევარჩიოთ ქვეყანა.

თუ ვერ გადაგვიწყვეტია, რომელი თემა უფრო აქტუალურია, შედარების ოფცია ამაში მარტივად დაგვეხმარება.

Google Trends გვანახებს არა კონკრეტული ფრაზის ძიების მოცულობას, არამედ მის პოპულარობას სხვა ძიებებთან მიმართებაში. ეს განისაზღვრება 1-100 მდე შკალით.
მონაცემები, რომელიც არ ფიქსირდება გუგლ ტრენდს – ში
- ძიებები, რომელსაც ცოტა ძიება აქვს. გუგლ ტრენდს მხოლოდ პოპულარულ ტერმინებს აანალიზებს, შესაბამისად მცირე მოცულობის ძიებები საერთოდ არ ჩანს.
- დუბლირებული ძიებები: ერთი და იგივე მომხმარებლის მიერ დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელებული განმეორებითი ძიებები.
- სპეციალური სიმბოლოები: არ ფიქსირდება აპოსტროფით ან სხვა სპეციალური სიმბოლოებით აკრეფილ საძიებო ფრაზები.
ყველაზე ხშირად ძიებადი სიტყვები საქართველოდან 2020 წელს
- youtube
- translate
- adjaranet
- adjarabet
- погода
- crystalbet
- translate google
- amindi
- ამინდი
- mp3
- liderbet
- crocobet
- coronavirus
- flashscore
- ok
- myauto
- betlive
სიტყვები, რომლებზეც ძიება გაიზარდა საქართველოდან 2020 წელს
- coronavirus
- stopcov
- stopcov ge
- коронавирус
- coronavirus statistics
- worldometer
- worldometers
- covid19 statistics
- კორონა ვირუსი
- coronavirus update
- kobe bryant
- feedc edu
- ამინდი ხვალ
- zoom
- ელჩის ქალიშვილი
- teams
- პანდემია
- სასტიკი სტამბული
- sastiki stamboli
Google Trends – ის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას Google News Initiative – ის სასწავლო პლატფორმაზე შეგვიძლია გავეცნოთ.