რეკლამა ფეისბუქზე სატელეფონო ზარის ფუნქციით
რეკლამა ფეისბუქზე – Call Now
რეკლამა ფეისბუქზე: ფეისბუქზე რეკლამების უმრავლესობა შეტყობინების გაგზავნის ან საიტზე გადასვლის ოფციითაა.
მესენჯერში კომუნიკაცია მოხერხებულია, ხოლო საიტზე გადასვლისას – მომხმარებელს ხვდება სასურველი ინფორმაცია, რაც მას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს სურს, რეკლამის შედეგად მომხმარებელმა პირდაპირ დაურეკოს ტელეფონზე. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთის მიზანი სატელეფონო საუბარზე გადამისამართებაა, ედვერთაიზერს სჭირდება შესაბამისი ფორმატის რეკლამის შერჩევა.
- კამპანიის შექმნა Reach objective – ით. CTA ღილაკად ვირჩევთ Call Now -ს.
- კამპანიის შექმნა Traffic objective – ით. Destination-ში ვირჩევთ Phone Call -ს.
პირველი ვარიანტი – Call Now CTA
Call Now ღილაკზე დაჭერისას პირდაპირ განხორციელდება ზარი მითითებულ ნომერზე.
ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ასეთ შემთხვევაში მაინც საჭიროა საიტის URL-ის მითითება. თუ მომხმარებელი ფოტოს დააკლიკებს, გადავა საიტზე, ხოლო თუ Call Now-ს ღილაკს დააჭერს, განხორციელდება ზარი ტელეფონის ნომერზე.
იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდი არ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Google My Business -ით და შექმნათ მარტივი გვერდი გუგლის პლატფორმაზე.
მეორე ვარიანტი – Phone Call
ასეთ შემთხვევაში ვიწყებთ კამპანიის შექმნას Traffic Objective-ით. ბოლო ეტაპზე კი Destination-ის ველში ვირჩევთ Phone Calls -ს. შეგვყავს ქვეყნის კოდი და ტელეფონის ნომერი.
პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საიტის მისამართის შეყვანა არ მოითხოვება. შესაბამისად რეკლამაზე ნებისმიერი კლიკით ხდება სატელეფონო ზარის განხორციელება.
რა განსხვავებაა ამ 2 ვარიანტს შორის?
Reach Objective-ის შემთხვევაში, რეკლამის ოპტიმიზირება ხდება მხოლოდ იმაზე, რომ რეკლამამ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაღწიოს. ამ დროს არ ხდება ოტპიმიზაცია კონკრეტული მოქმედებისთვის – შესაბამისად თუ რეკლამას არ ვუშვებთ იმ აუდიტორიაზე, რომელიც ძალიან რელევანტურია, რეკლამა ნაკლებად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს.
როდესაც ვირჩევთ Traffic Objective-ს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ოპტიმიზაცია კლიკებსა და ლენდინგ ფეიჯზე გადასვლაზე პლუს Impressions (“ჩვენებები”) და Daily Unique Reach-ებზე. შედეგად ფეისბუქი უკეთ აკეთებს ამ ობჯექთივით გაშვებული რეკლამის ოპტიმიზირებას და გვაძლევს უკეთეს შედეგს.
პირველ შემთხვევაში აუცილებელია ტელეფონის ნომერთან ერთად საიტის მისამართის შეყვანაც. ფოტოზე დაკლიკებისას მომხმარებელი გადადის საიტზე, ხოლო ღილაკზე დაჭერისას რეკავს ტელეფონზე. თუ ჩვენი მიზანი რეკლამის შედეგად ცალსახად სატელეფონო ზარის განხორციელებაა, მაშინ ეს დამაბნეველი ვარიანტია. თუმცა თუ გვინდა, რომ მომხმარებელს ტელეფონზე დარეკვის პარალელურად მივცეთ საიტზე ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა, შეგვიძლია არჩევანი შევაჩეროთ Reach Objective -ის Call Now-ზე.
ძირითად შემთხვევებში Traffic Objective -ში არჩეული Phone Call უფრო რელევანტურია. ასეთ დროს ოპტიმიზირება უფრო მეტად ხდება კონკრეტულ შედეგებზე, ამ შემთხვევაში – სატელეფონო ზარებზე, ეს კი გვაძლევს უკეთეს შედეგებს.
წყარო: Create Facebook Ads that Initiate a Phone Call