რეკლამა გუგლში
როგორ ქრება ზღვარი ფასიან რეკლამასა და ორგანულ შედეგებს შორის
ყოველთვის, როდესაც გუგლში ინფორმაციას ვეძებთ, ძიების გვერდზე გვხვდება საიტების ჩამონათვალი. მათგან უმრავლესობას იმისთვის, რომ წინა პოზიციაზე მოხვდეს, გრძელვადიანად უწევს საიტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა (SEO). ეს არის ორგანული შედეგები, რომლის შედეგადაც ვიღებთ Organic Traffic – ს ჩვენს საიტზე. თუმცა, პირველ ეტაპზე, როცა საიტი ახალია ინტერნეტ სივრცეში, ან ძლიერი კონკურენციაა სასურველ ქივორდებზე, აქტუალურია ფასიანი რეკლამის search ads გამოყენებაც.

ეს ორივე მიმართულება ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ზოგადი ინტერნეტ სტრატეგიის, საძიებო სისტემების მარკეტინგის ე.წ. SEM – ის შემადგენელი ნაწილია.

როგორ იცვლებოდა ძიების გვერდი
წლების განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა ფასიანი რეკლამის ვიზუალი ძიების გვერდზე.
ლურჯი ფონტი, ვარდისფერი ფონი და წარწერა sponsored ad მკვეთრად განასხვავებდა ფასიან რეკლამას ორგანული შედეგებისგან.

2013 წლის ცვლილებების შედეგად გუგლმა search ads – ს ფონი მოაშორა და რეკლამის გასწვრივ ყვითელ ფონზე მხოლოდ ad იარლიყი დატოვა.

2016 წელს ყვითელი ფონი მწვანე ბექგრაუნდით ჩაანაცვლა, რითაც საიტის მისამართიცა და ფონიც ერთი ფერი გახდა.

2017 წელს მწვანე ბექგრაუნდი შეიცვალა თეთრი ფონით მწვანე კონტურებით.

2019 წლის ბოლო ცვლილებით რეკლამას ორგანული შედეგებისგან მხოლოდ შავი ფერის წარწერა გამოარჩევს.

ფაქტიურად გამქრალია ზღვარი რეკლამასა და ორგანულ შედეგებს შორის. ცვილებების შედეგად, რეკლამის სახით გამოჩენილი საიტი უფრო სანდოდ აღიქმება მომხმარებლის მხრიდან, რადგან ჰგავს ორგანულ შედეგებს. ამ რედიზაინს ცალსახად გუგლის კომერციულ ინტერესს უკავშირებენ. Search ads – ების ასეთი შეფარული ფორმით წარმოჩენამ ფასიან რეკლამაზე კლიკები 17% – ით გაზარდა. თუმცა, თვითონ გუგლის ოფიციალური განცხადებით, რედიზაინის შედეგად მომხმარებელთა უმრავლესობამ უფრო მარტივად შეძლო საიტების იდენტიფიცირება ძიების გვერდზე.
ორგანულ შედეგებს search ads – ის გარდა გარკვეულ კონკურენციას უწევს shopping ads – ებიც. ძიების გვერდზე კონკრეტული პროდუქტის ვიზუალების გამოჩენა ყურადღებას იქცევს და უბიძგებს მომხმარებელს, რომ გადავიდეს პროდუქტის გვერდზე.

რეკლამა გუგლში ქართულ ბაზარზე
ქართულ ბაზარზე ენის შეზღუდვის გამო, ფასიანი რეკლამა – google search ads ვიზუალურად არცთუ ეფექტურად გამოიყურება. ტექსტში მხოლოდ ლათინური ფონტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუმცა, ამის მიუხედავად, მას ბევრი კომპანია იყენებს.
