რეკლამის ჩვენების სიხშირე ფეისბუქზე

Frequency Cap

რეკლამის ჩვენების სიხშირე ფეისბუქზე

რეკლამის ჩვენების სიხშირე ფეისბუქზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელზე დაკვირვებაც აუცილებელია. რეკლამის სიხშირე გვიჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენჯერ ნახა ერთმა ადამიანმა რეკლამა ფეისბუქზე.

მის ფორმულა მარტივია. რეკლამის ჩვენებების ე.წ. Impressions – ის გაყოფით Reach – ზე (ანუ უნიკალური ადამიანების რიცხვზე, რომელმაც ნახა ეს რეკლამა) ვიღებთ საშუალო სიხშირეს.

Frequency = (Impressions / Reach)

როდესაც ერთი და იგივე რეკლამა ხშირად გვხვდება, ეს მომხმარებლისთვის გამაღიზიანებელია. იწვევს ე.წ. Ad Fatigue – ს, რომლის შედეგადაც რეკლამა კარგად ეფექტურობას.

ფეისბუქი, როგორც სოციალური პლატფორმა, ცდილობს მომხმარებლისთვის პლატფორმაზე გატარებული დრო იყოს ხარისხიანი, შესაბამისად თვითონვე ზღუდავს რეკლამის ჩვენების სიხშირეს. მაგალითად,

  • მინიმუმ 2 სთ მაინც უნდა გავიდეს, რომ მომხმარებელს ერთი და იგივე გვერდის რეკლამა გამოუჩნდეს ფეისბუქის ნიუსფიდზე.
  • მინიმუმ 3 სთ – იანი ინტერვალია საჭირო ინსტაგრამის ფიდზე ერთი და იგივე გვერდის რეკლამის გამოსაჩენად.
  • მინიმუმ 6 სთ – იანი ინტერვალი ინსტაგრამ სთორიზე.

წყარო: Facebook Business Help Center

რა არის ის იდეალური სიხშირე, რა ინტერვალითაც უნდა გამოჩნდეს რეკლამა ფეისბუქზე?

რა არის რეკლამის ჩვენების ის ოპტიმალური რიცხვი, რომელიც უნდა დავიცვათ სარეკლამო კამპანიების წარმოებისას ფეისბუქზე? ეს კითხვა ბევრისთვის საინტერესოა, თუმცა ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე.

კამპანიის ხანგრძლივობა

ერთი კვირის განმავლობაში ერთი მომხმარებლის მიერ რეკლამის 5 – ჯერ ნახვა შეიძლება ნორმალური იყოს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 5 – ჯერ ნახვა – ძალიან ცოტა.

აუდიტორია

ერთგული აუდიტორია, რომელსაც გარკვეული ინტერაქცია უკვე ჰქონდა ჩვენს ბრენდთან, უფრო ლოიალურია და ნაკლებად შეიძლება გაღიზიანდეს ხშირი რეკლამით.

განთავსება

განთავსების ადგილებზე, ე.წ. Placement – ზე გარკვეულწილად დამოკიდებულია რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს რეკლამა. მაგალითად, თუ ავიღებთ Right column placement – ს, ანუ დესკტოპის მარჯვენა მხარეს სარეკლამო ადგილს, მიიჩნევა, რომ სხვა ფლეისმენთებს შორის ეს ყველაზე ნაკლებად ხვდება მომხმარებელს თვალში.

მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი და ხშირი რეკლამა არავის უყვარს, არის შემთხვევები, როდესაც ეს ბრენდისთვის აუცილებელია. მაგ.: ბაზარზე შემოსული ახალი ბრენდი, რომელსაც სურს ცნობადობის სწრაფად მოპოვება. სეზონური პროდუქტი, რომლის სარეკლამო კამპანიის ხანგრძლივობა დროშია შეზღუდული და ა.შ. ანალიტიკურ სტატიაში Effective Frequency: Reaching Full Campaign Potential დეტალურადაა ჩამოთვლილი ის ფაქტორები, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ სიხშირის შერჩევისას.

იმისთვის, რომ მაღალი სიხშირე ნაკლებ გამაღიზიანებელ იყოს, რეკომენდებულია განსხვავებული სარეკლამო ვიზუალების გამოყენება. სასურველია ცვლილებები აუდიტორიაშიც.

ნებისმიერ შემთხვევაში დაკვირვება აუცილებელია. თუ ვნახულობთ, რომ რეკლამის შედეგები უარესდება, რეკლამა ვეღარ აღწევს სასურველ შედეგს, ან იზრდება ღირებულება, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რომ რეკლამის ჩვენების სიხშირის მაჩვენებლის ზრდა შეიძლება იყოს.

website purchase – ის კონვერსიით მიზნით გაშვებული რეკლამის შედეგები. 2 კვირის განმავლობაში ერთმა მომხმარებელმა საშუალოდ 4 – ჯერ ნახა იგივე რეკლამა.

სიხშირის მაჩვენებელი შეგვიძლია დავაყენოთ კვირის, დღის, თვის მიხედვით სარეკლამო მენეჯერში.

Breakdown – დან ვირჩევთ დღის ჭრილში ნახვას.

როგორ შეიძლება რეკლამის ჩვენების სიხშირის კონტროლი?

ფეისბუქმა frequency cap – ის არჩევა შესაძლებელი გახადა შემდეგი სარეკლამო კამპანიების დროს.

რეკლამის ჩვენების სიხშირე _ სარეკლამო მიზნები აუქციონის კამპანია
წყარო: Controlling frequency on facebook

თუ სარეკლამო მენეჯერიდან ვირჩევთ Video views, Reach, Brand Awareness ან Engagement – დან რომელიმეს, ფეისბუქის საშუალებას გვაძლევს მივუთითოთ ე.წ. frequency cap. მისი საშუალებით შეგვიძლია ხელით შევზღუდოთ რეკლამის ჩვენების რაოდენობა 1 მომხმარებელზე.

ეს ოფიციალურად. თუმცა, რეალურად ჩემს სარეკლამო მენეჯერში frequency cap – ის ოფცია მხოლოდ reach – ის მიზნით გაშვებული კამპანიების დროს ჩანს.

სარეკლამო მიზანი reach

ასეთ დროს, თუ ჩვენ შევზღუდავთ frequency cap – ს, უნდა გავითვალისწინოთ ფლეისმენთებიც. ავტომატური განთავსების ნაცვლად სჯობს ხელით შევარჩიოთ განთავსების ადგილები და უპირატესობა მივანიჭოთ ნიუსფიდს, სადაც ყველაზე ეფექტურია ჩვენება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე?

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable

ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.

რეკლამა ფეისბუქზე call now

რეკლამა ფეისბუქზე სატელეფონო ზარის ფუნქციით

ფეისბუქზე რეკლამების უმრავლესობა შეტყობინების გაგზავნის ან საიტზე გადასვლის ოფციითაა. ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს სურს, რეკლამის შედეგად მომხმარებელმა პირდაპირ დაურეკოს ტელეფონზე.