როგორ გავზარდოთ ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა?
როგორ გვყავდეს უფრო მეტი გამომწერი ინსტაგრამზე?
როგორ გავზარდოთ ინსტაგრამზე გამომწერები? Ამ კითხვის პასუხად კითხვასვე დაგიბრუნებთ – რატომ უნდა გყავდეთ უფრო მეტი გამომწერი ინსტაგრამზე?
Დიახ, სწორად მიგვიხვდით, კონტენტი ამ საკითხში უპირობო ლიდერია.
Სწორედ, პოსტების შინაარსი განსაზღვრავს საერთო ინტერესების მქონე აუდიტორიის ყურადღების ქვეშ თქვენი გვერდის მოქცევას.
Პირველ ყოვლისა, თქვენი გვერდის ვიზუალურ იდენტობაზე უნდა იფიქროთ. Ნებისმიმერ პოსტი, რომელსაც განათავსებთ, ყოველ ჯერზე განსხვავებული ფორმით არ უნდა წარმოაჩინოთ. ეს მომხმარებელთა აღქმაში დიდ ნაპრალს გააჩენს. Ამასთანავე, როცა მომხმარებელი თავიდან თქვენს გვერდს გადაათვალიერებს, დიდ ფიქრი არ უნდა დასჭირდეს რა სახის ინფორმაციის მიღებას შეძლებს თქვენგან და უმალ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაგა”Follow”-თ თუ არა. Არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ბრენდირებული,ყველა ფოტოზე დატანილი ლოგო, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული ფოტოები პოსტებად, გამაღიზიანებელია ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის, ამიტომ თუ ამ ხერხს მიმართავთ ხოლმე, სჯობს, დაივიწყოთ.
Კიდევ ცოტა რამ Feed-ის შესახებ. Მოგეხსენებათ ინსტაგრამის 1 ხაზი 3 პოსტს მოიცავს, სჯობს, 3 პოსტზე ერთდროულად იფიქროთ და გამოაქვეყნოთ კიდეც. Რატომ? Როდესაც ცალკეულ პოსტებს დებთ, ინსტაგრამის feed ირევა, ვიზუალურად დახვეწილი აღარაა და კონცეფციაც გაუგებარი ხდება. Ამასთანავე, სანამ გამოაქვეყნებდეთ, სჯობს წინასწარ შეამოწმოთ როგორ გამოიყურება. Ერთ-ერთი უფასო აპლიკაცია, რომელიც feed-ის წინასწარ ნახვის შესაძლებლობას მოგცემთ- UNUM-ია.
რა ტიპის ბიზნეს გვერდიც არ უნდა გქონდეთ, ადამიანებს რაღაც მამოტივირებელი, შთამაგონებელი სჭირდებათ. ამიტომ გამოსავლად შეიძლება ე.წ Quote-ს ტიპის პოსტები გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ფრაზები თქვენი ბრენდის იდენტობის ნაწილი უნდა იყოს. მაგალითად, შესაძლოა, მრავალწლიანი ისტორიის მქონე კაფეს გვერდს მართავთ, შესაძლოა, თქვენი Quotes, ცნობილი მწერლების გამონათქვამები იყოს წარსულისა და მომავლის შესახებ… ან თუ სამედიცინო დაწესებულების გვერდს მართავთ, შესაძლოა, თქვენი Quotes სიცოცხლეს, იმედს, ჯანსაღის ცხოვრების წესს ეძღვნებოდეს.
ინსტაგრამის სთორის კონტენტი
არ დაგავიწყდეთ, ყველა ამბავი მოიცავს დასაწყისს, ძირითად ნაწილსა და დასასრულს. იგივე პრინციპია ინსტაგრამის სთორების შემთხვევაშიც. ამბის საინტერესოდ თხრობა ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. როგორ შექმნათ საინტერესო სთორი? კვლავ უფასო აპლიკაციის შესახებ გამცნობთ- Mojo დაგეხმარებათ მოძრავი სთორების შექმნაში. მოკლე ვიდეოს ან ფოტოს, ყოველთვის ტექსტი დაურთეთ, რომ თქვენს მომხმარებელს ფიქრი გაუმარტივოთ.
სწორი #hashtag-ების შერჩევა
ჰაშთაგი მომხმარებლებს სასურველი ვიზუალური კონტენტის ძიებაში ეხმარება.
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ბრენდს თავისი უნიკლაური ჰაშთაგი ჰქონდეს, რომელსაც ყოველი პოსტის ბოლოში დაურთავს. ამასთანავე, არსებობს პოპულარული ინსტაგრამ ჰაშთაგები, რომლების საშუალებითაც, თქვენი ფოტოები სხვა ვიზუალთა დიდ ზღვაში ამოყოფს თავს.
- #love
- #instagood
- #photooftheday
- #fashion
- #beautiful
- #happy
- #cute
- #like4like
- #tbt
- #followme
- #picoftheday
- #follow
- #me
- #art
- #selfie
- #summer
- #instadaily
- #repost
- #friends
- #nature
Წყარო: