რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable
პოსტები, რომლებსაც ვერ დავბუსტავთ
რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.
ასეთი ფორმატის აღმოჩნდა facebook shop-დან გაზიარებული პროდუქტები, ნოუთები, სხვადასხვა ლოკაციებში check-in-ები, გამოკითხვა და რეკომენდაციები, სატელევიზიო შოუს, ფილმის ან რამე პროგრამის ყურების სტატუსი, ფოტო ალბომი, ა.შ.
პროფილის, გარეკანის ფოტო და ვიდეო
პროფილის ფოტოებს რეკლამაზე ვერ გავუშვებთ. თუმცა, ცალკე ფოტოს სახით ატვირთვა და შემდეგ გარეკლამირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
პოსტის დრაფტები
ნოუთები ან პოსტები, რომლებიც შეიცავენ ნოუთზე გადასასვლელ ბმულს
ნოუთების რეკლამაზე გაშვება ყოველთვის შეზღუდული არ იყო. თუმცა ახლა ეს ხელმისაწვდომი აღარ არის. თუ გვსურს დიდი ზომის კონტენტის რეკლამაზე გაშვება, სჯობს ბლოგის სახით დავწეროთ საიტზე და მისი ბმული გამოვიყენოთ რეკლამაში.
პოსტები მობილური აპლიკაციის დაინსტალირების ღილაკით
მათი დაბუსტვა არ არის შესაძლებელი.
ალბომები
როდესაც მომხმარებელი ჩვენს გვერდს სტუმრობს, მას ფოტოებში შეუძლია ალბომების დათვალიერება. ფეისბუქი ცდილობს მომხმარებელს კონკრეტული ფოტო ანახოს, რომელზეც უფრო მეტად შეაჩერებს ყურადღებას. რამდენიმე ფოტოს გასარეკლამირებლად კარუსელის ან collection -ის ფორმატს გვირჩევს. თუმცა, უფრო მარტივად შესაძლებელია ერთ პოსტში ატვირთული რამდენიმე ფოტოს რეკლამაზე გაშვებაც.
ლაივები არავერიფიცირებული გვერდებისთვის
რადგან ლაივების ბუსტი მხოლოდ ვერიფიცირებული გვერდებისთვისაა, ალტერნატივად ფეისბუქი ჩვეულებრივ ატვირთული ვიდეოს რეკლამაზე გაშვებას გვთავაზობს.
გაზიარებული პოსტები/ალბომები
იქიდან გამომდინარე, რომ ყველას შეეძლოს გამოქვეყნებული კონტენტის თავდაპირველი წყაროს ნახვა, ფეისბუქი არ იძლევა სხვა გვერდებისგან გაზიარებული კონტენტის გარეკლამირების საშუალებას. ისეთი პოსტებისთვის, რომლებიც შეიცავენ branded content-ს, ფეისბუქი გვირჩევს გამოვიყენოთ Branded Content Tool.
ასეთ დროს პოსტში დათაგულ ბრენდებს შეუძლიათ ნახონ ინსაითები და თავადაც გამოიყენონ ეს პოსტი რეკლამისთვის.
თუ სხვა გვერდიდან ვაზიარებთ სტატიას, გაზიარებული სტატიის დაბუსტვის ნაცვლად სჯობს შევქმნათ და შემდეგ გავარეკლამოთ პოსტი, რომელზე დაკლიკებითაც მომხმარებელი პირდაპირ გადავა სტატიაზე.
რეკლამირების უფლების მოთხოვნა
არის შემთხვევები, როდესაც გვერდზე ადმინის მიერ დამატებული ხართ გვერდის სამართავად, თუმცა შეზღუდული ფუნქციით. ასეთ შემთხვევაში უნდა სთხოვოთ გვერდის ადმინისტრატორს, რომ განაახლოს თქვენი როლი ადმინად, ედვერთაიზერად, რედაქტორად ან მოდერატორად (admin, advertiser, moderator or editor).
პოსტში არ უნდა იყოს ბმული Facebook Click ID -ით
ზოგჯერ როდესაც მომხმარებელი აკლიკებს ფეისბუქის გვერდზე გაზიარებულ ბმულს, ამ url-ის ბოლოში ჩნდება facebook click id – რამდენიმე სიმბოლოსგან შემდგარი fbclid=…..
თუ რეკლამაში ამ ბმულის გამოყენება გვინდა, აუცილებელია სიმბოლოების მოშლა.