Sponsored Messages
სარეკლამო მესიჯები ფეისბუქზე
სარეკლამო მესიჯები ფეისბუქზე ე.წ. Sponsored Messages სახელწოდებითაა ცნობილი. ეს არის საშუალება, რომ ერთდროულად საერთო შინაარსის შეტყობინება გავუგზავნოთ ყველას, ვისაც ფეისბუქის გვერდზე მესენჯერში აქვს მოწერილი.
როდის უნდა გამოვიყენოთ Sponsored Messages
Sponsored Messages გამოყენება ოპტიმალურია, როდესაც გვაქვს ერთი საერთო შინაარსის შეთავაზება: ფასდაკლების აქცია, ახალი პროდუქტი, კომპანიის შესახებ სიახლე, ა.შ.
იქიდან გამომდინარე, რომ შეტყობინებას ვუგზავნით იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ინტერაქცია ჩვენს ბრენდთან, რეკლამის ეს ფორმა კარგია რემარკეტინგისთვის. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავი ჩვენს მომხმარებლებს და შევინარჩუნოთ კავშირი.
რა უნდა გავითვალისწინოთ Sponsored Messages გაგზავნისას
რეკლამის ეს ფორმა უფრო მეტად იჭრება მომხმარებლის პირად სივრცეში, ამიტომ ხშირად მისი გამოყენება არასასურველია.
გაგზავნის დროს არ გვაქვს საშუალება ავირჩიოთ მომხმარებლების ჯგუფი. შეტყობინება იგზავნება ერთიანად ყველასთვის, ვისაც მოწერილი აქვს. ასევე რეკლამის ეს ფორმა საშუალებას გვაძლევს შეტყობინება იყოს პერსონალიზებული (მიმართვა სახელით, გვარით). ამის გამო ზოგჯერ მომხმარებელს ჰგონია, რომ პირადად მას გავუგზავნეთ ინდივიდუალურად შეთავაზება. შესაბამისად თუ გვყავს მომხმარებელი, რომელიც უკმაყოფილოა და მას მიუვა შეტყობინება, მისთვის სარეკლამო მესიჯი ცალსახად გამაღიზიანებელი იქნება.
როგორ უნდა გავაგზავნოთ Sponsored Messages
სარეკლამო მენეჯერიდან ვირჩევთ სარეკლამო მიზანს: Messages

Message Destination – დან ვირჩევთ Sponsored Message და შესაბამის გვერდს, რომლიდანაც გვინდა რეკლამის გაშვება.

განთავსების ადგილებში (ფლეისმენთი) ავტომატურის ნაცვლად შერჩეულია Manual Placements, სადაც აქტიურია მხოლოდ Messages.

Sponsored messages – ის დროს ბილინგი ხდება ჩვენებების (impressions) მიხედვით – ჩვენებად ითვლება თითოეული მომხმარებლის მიერ შეტყობინების ნახვა თქვენი გვერდიდან.
ბიუჯეტისა და რეკლამის დროის შერჩევის შემდეგ გადავდივართ უშუალოდ რეკლამის შინაარსსა და ვიზუალზე.
გვაქვს ორი შესაძლებლობა:
- ტექსტი
- ტექსტი ფოტოთი
რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი უფრო ეფექტურია. ვავსებთ ყველა შესაბამის ველს სასურველი ტექსტითა და ფოტოთი. CTA ღილაკად შეგვიძლია მივუთითოთ საიტზე გადმოსასვლელი ბმულიც ან დავაყენოთ Quick Replies. Label – ში სახელს თავად ვარქმევთ, რაც შეიძლება მარტივსა და გასაგებს. (ამ შემთხევაში დავწერე: გადმოდი ბმულზე).

რაც შეეხება რეპორტინგს, სარეკლამო მენეჯერში შეგვიძლია გამოვიტანოთ ცალკეული პარამეტრები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა რეკლამის ეფექტურობის განსაზღვრისთვის.


დამატებითი ინსაითები ფეისბუქზე რეკლამის ამ სახეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვნახოთ Facebook For Business – ის გვერდზე About Insights for the Messages Objective.