მზად ხართ კრეატიული ინსპირაციისთვის?
საუკეთესო ვიდეო რეკლამები ფეისბუქზე
საუკეთესო ვიდეო რეკლამები ფეისბუქზე კრეატიული ინსპირაციის მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ ამიტომ Facebook for Business – ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ top performing ვიდეოები თვეებისა და სფეროების მიხედვით.
აირჩიეთ სასურველი თვე, ინდუსტრია და ნახეთ, რა ტიპის რეკლამა იყო ყველაზე ეფექტური სოციალურ ქსელში.
- იკომერსი
- სამომხმარებლო პროდუქტები
- გართობა
- გეიმინგი
- რითეილი
- ტექნოლოგია
საუკეთესო ვიდეო რეკლამები იკომერსის სფეროში
იანვარი – Shopify
2020 წლის იანვრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კამპანია იკომერისის ცნობილი პლატფორმის Shopify – ის სარეკლამო რგოლები Supporting Independents -ს აღმოჩნდა.
სარეკლამო რგოლებში Shopify – მ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის პროდუქტები და მერჩანტები წარმოაჩინა და გაუწია რეკლამა როგორც ამ მაღაზიებს, ისე საკუთარ პლატფორმას.
თებერვალი – Shipt
ონლაინ მიწოდების სერვისის Shipt – ის სარეკლამო კამპანია მესიჯით Over-delivering delivery თებერვლის თვეში რჩეულთა შორის მოხვდა. სარეკლამო რგოლებში აქცენტი კლიენტთა კმაყოფილებაზეა, თუ რამდენად ორიენტირებულია კომპანია მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
მარტი – Shark Vacuums
მარტივად აღსაქმელი მესიჯი და ვიდეო კონკრეტული პროდუქტის ჩვენებით, თუ როგორ აშორებს მტვერსასრუტი ცხოველის ბეწვს იატაკიდან მარტის თვის top performing ვიდეოებშია.
აპრილი – Rainbows of hope, Amazon
ამავე გვერდზე ფეისბუქი თავად გვთავაზობს რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს მობილურისთვის ოპტიმიზირებული ვიდეოები.
ბრენდი
რეკლამის პირველი რამდენიმე წამი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეფექტურ ვიდეო რეკლამებში ბრენდი ჩანს დასაწყისშივე და გადმოსცემს მთავარ მესიჯს სწრაფად, მარტივად და ეფექტურად.
ყურადღება
როდესაც აუდიტორია სწრაფად სქროლავს ფიდს, ბრენდმა უნდა შეძლოს რამდენიმე წამში ყურადღების მიქცევა. ადამიანები მობაილ ნიუს ფიდში 41% – ით უფრო სწრაფად აღიქვამენ კონტენტს, ვიდრე დესკტოპის ნიუს ფიდში. ასევე მობილურზე ნანახი კონტენტი გაცილებით უფრო მეტად ამახსოვრდებათ.
დრო
დაიჭირეთ ოქროს შუალედი ვიდეოს ხანგრძლივობასა და გადმოსაცემ მესიჯს შორის. სოციალური ქსელისთვის უპირატესობა მოკლე ვიდეო რგოლებს ენიჭება: 15 წმ მდე რეკლამა საუკეთესოდ მუშაობს ფიდში, ხოლო საუკეთესო რეკლამები სთორიში არის 10 წმ -მდე.
ხმა
სოციალური ქსელისთვის ეფექტური ვიდეო ხმის გარეშეც მიმზიდველი უნდა იყოს ვიზუალურად. თუმცა, გლობალურად Instagram Stories 60% ჩართული ხმით უსმენს.
საბოლოო რჩევა კი ასეთია:
Be creative, and test, learn and adapt.