სეთ გოდინი იკაროსის მითის ილუზია

იკაროსის მითის ილუზია: რამდენად მაღლა იფრენ?

სეთ გოდინის ბესტსელერი

სეთ გოდინის ამ ბესტსელერის კითხვა რატომღაც როგორც მარკეტინგის სახელმძღვანელო წიგნის ისე დავიწყე. თუმცა, რეალურად ეს არის წიგნი მოტივაციაზე, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე, ცრუ სტერეოტიპებისა და იმ ბარიერების გარღვევაზე, რომელიც ხელს გვიშლის წარმატებაში.

მითი იკაროსისა და დედალოსის შესახებ

წიგნი იწყება იმის ახსნით, თუ რამდენად არასწორადაა ინტერპრეტირებული საზოგადოების მიერ  მითი დედალოსის და იკაროსის შესახებ. მითის სრული ვერსია გვეუბნება იმას, რომ დედალოსმა მარტო იმაზე კი არ გააფრთხილა იკაროსი, მაღლა არ ეფრინა, მზის სიმხურვალეს ფრთები რომ არ დაეწვა, არამედ ისიც უთხრა, რომ ზედმეტად დაბლა, წყლის ზედაპირსაც არ მიახლოებოდა. ზღვის ტალღებს ისევე შეეძლო მისი ფრთების დაზიანება, როგორც მზის სხივებს.

თუმცა საზოგადოებამ მხოლოდ ცალსახა ინტერპრეტაცია მისცა ამ მითს და ლეგენდა იკაროსისა და დედალოსის შესახებ ხშირად გამოიყენება იმის სინონიმად, თუ როგორი დამჯერები უნდა ვიყოთ, რომ ინიციატივა და გაბედულება დასჯადია, რომ ამით ცხვირს წავიტეხთ. რეალურად გაცილებით უფრო საშიშია დაბლა ფრენა, ვიდრე მაღლა, რადგან დაბლა ფრენის დროს თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. უსაფრთხოებისა და კომფორტის ზონაში ყოფნით კი თავიდან ვირიდებთ ყველა სიახლესა და ინიციატივას, რაც საბოლოო ჯამში ხელს გვიშლის პროგრესში. მთლიანობაში სეთ გოდინის წიგნი იკაროსის მითის ილუზიაზე არის მორჩილების დამღუპველობასა და დაუმორჩილებლობის უპირატესობებზე.

Art – ხელოვნება

საინტერესო განმარტება აქვს ტერმინს Art (ხელოვნება), რომელიც არ გულისხმობს ხელოვნების ტრადიციულ გაგებას. ხელოვნება ეს არის ყველა ადამიანში არსებული დაფარული პოტენციალი, ნებისმიერი სიახლე, სასარგებლო ინიციატივა. მას არ აქვს სახელმძღვანელო, დაწერილი წესები, რთული, საშიში და იმავდროულად სარისკოა.

გამბედაობა: ყოველთვის არ მოიცავს ფიზიკურ ჰეროიზმს სიკვდილის წინაშე. ზოგჯერ გამბედაობა არის სიმართლის თქმის სურვილი იმაზე, თუ რასაც ვხედავთ და რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა ვთქვათ ხმამაღლა.

სეთ გოდინი ხელოვნებას განიხილავს არა როგორც კონკრეტულ ნიჭს, არამედ როგორც დამოკიდებულებას, უნარს, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ხელოვანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს სითამამე, ეჭვქვეშ დააყენოს სტატუს-კვო. ხელოვნება არ არის შედეგი, ეს არის გზა შედეგამდე.

კავშირის ეკონომიკა – connection economy

სეთ გოდინს შემოაქვს ტერმინი: კავშირის ეკონომიკა და ადარებს მას ინდუსტრიულ ეკონომიკას. კავშირის ეკონომიკა აჯილდოებს ლიდერებს, ინიციატორებს, მეამბოხეებს. ინტერნეტი იმისთვის  არ შეიქმნა, რომ ლედი გაგას ვიდეოებისთვის გვეყურებინა. ინტერნეტი არის კავშირის მანქანა და ეს კავშირები ცვლიან მსოფლიოს.

ინდუსტრიული ეპოქა იყო აგებული დეფიციტზე. ყველაფერი მიმართული იყო პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე.

კავშირის ეკონომიკა, პირიქით, გარემოცულია სიჭარბით. გვაქვს მეტი არჩევანი, კავშირები, ცოდნა, ვიცნობთ მეტ ადამიანებს, გვაქვს წვდომა მეტ რესურსებთან, შეგვიძლია უნარების უფრო სწრაფად განვითარება…ინდივიდუალური მიღწევებისთვის ბარიერები აღარ არსებობს, კავშირის ეკონომიკა მუშაობს ჰორიზონტალურად: ნებას აძლევს ყველას ადგეს და გააკეთოს თავისი შეთავაზება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატება იქნება გარანტირებული.

This might work.

 This might not work.

ჩვენ ვიყავით ინდუსტრიული პროპაგანდით ტვინგამორეცხილები  სკოლაში, სადაც გვასწავლიან, რომ მორჩილება არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ სწორი დ აუცილებელია.

დღევანდელ დღეს მარკეტერისთვის, ფრილანსერისთვის, მეწარმისთვის, გამოწვევა არის კომფორტის ზონის ახლიდან განსაზღვრა, მუდმივი ცვლილებები და დაუსრულებლობის ციკლთან შეგუება.

lizard brain

თუ შენ გგონია, რომ ვერ შექმნი რაღაც ღირებულს, სანამ არ დაამარცხებ შენს lizard brain-ს (ტვინის ნაწილი, რომელიც მუდმივად გეწინააღმდეგება, ცდილობს არ გამოგიყვანოს კომფორტის ზონიდან), ამას ვერასდროს გააკეთებ. ხელოვნება ნიშნავს აკეთო შენი საქმე მაშინ, როცა ტვინში ჩაგძახის ხმა, რომ გაჩერდე. თუ შენი მოწოდების შესრულებისას ელოდები აპლოდისმენტებს, ხდები ამაზე დამოკიდებული.

  • When your art fails, make better art.
  • If it’s not working, make better art.
  • If you don’t know how to make better art, learn.
  • If the people around you are sabotaging your art, ignore them.
  • If your boss stops your art make different art.
  • Keep doing it until your art gets better or you get fired whichever happens first.
  • And then make more art.

წყარო: The Icarus Deception: How High Will You Fly?

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?