საიტის ვიზიტორები და ანალიტიკა

Similar Web

საიტის ვიზიტორები და ანალიტიკა უფასოდ – Similar web

საიტის ვიზიტორები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, რაც კონკურენტი ვებგვერდის შესახებ შეიძლება გვაინტერესებდეს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ საკუთარი საიტი გვაქვს, google analytics – ის საშუალებით ამ ინფორმაციასთან წვდომა ისედაც გვექნება.

აქ ვგულისხმობთ ისეთ შემთხვევას, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო გვაინტერესებს სხვა ნებისმიერი საიტის ანალიტიკა.

ხშირად საინტერესოა არა მხოლოდ საიტის ვიზიტორების რიცხვი, არამედ მათი ანალიტიკაც: რა მარკეტინგული არხებიდან ჰყავს საიტს ვიზიტორები, რომელი ქვეყნებიდან, რა არის ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.

Similar web – ი გვანახებს საიტის რეიტინგს გლობალურად და ქვეყნის მასშტაბით.

საინტერესოა ვნახოთ საიტის ტრეფიკის დინამიკა დროის ჭრილშიც. რომელ პერიოდში ჭარბობს ვიზიტორების რიცხვი და როდისაა კლება.

ამაზონის მაჩვენებლები სიმილარ ვებით.

amazon.com – ის სტატისტიკა similar web – ით

Bounce rate – ეს არის პროცენტული მაჩვენებელი იმის, თუ რამდენი მომხმარებელი შემოვიდა და გავიდა საიტიდან ინტერაქციის გარეშე. მაღალი Bounce rate – ი გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი შემოვიდა ერთ კონკრეტულ გვერდზე და ისე, რომ არ გაუჩნდა სხვა გვერდებზე გადასვლის სურვილი, გავიდა. მაღალი Bounce rate რა თქმა უნდა არასასურველი მაჩვენებელია იშვიათი გამონაკლისების გარდა (მაგ.: wikipedia).

Pages per visit – ეს გულისხმობს ერთი ვიზიტის დროს დაახლოებით რამდენ გვერდს ათვალიერებს მომხმარებელი.

Monthly visits – თვეში ვიზიტორების საშუალო რიცხვს გვანახებს, Average visit duration – ი კი ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობაა.

საინტერესოა ასევე გეოგრაფიული არეალის პროცენტული გადანაწილება და ტრეფიკის წყაროები.

მარკეტინგული არხები

ტრეფიკის წყაროებში მარკეტინგული არხები ჩაშლილად გვიჩვენებს, თუ რომელი არხიდან რამდენი ვიზიტორი ჰყავს საიტს.

ამაზონი traffic sources

Direct – ში იგულისხმება, როცა მომხმარებელი ბრაუზერში პირდაპი კრეფს საიტის მისამართს და ისე შემოდის. ბრენდს, რომელსაც მაღალი ცნობადობა აქვს, როგორც წესი direct traffic – ის მაჩვენებელიც მაღალი აქვს.

Referrals – ეს არის საიტები, რომლებიც ამისამართებენ ტრეფიკს ჩვენ ვებგვერდზე. მაგ.: თუ ჩვენი საიტის მისამართი რომელიმე სხვა საიტზე აღმოჩნდა (ორგანულად ან ფასიანი რეკლამის შედეგად) და მომხმარებელმა დაკლიკა, ეს დაფიქსირდება როგორც სხვა საიტიდან გადმოსულ ე.წ. referral ტრეფიკი.

Search – გვიჩვენებს საძიებო სისტემიდან გადმოსულ ტრეფიკს, როგორც ფასიანს ასევე უფასოს. თუ საიტის ანალიზისას ჩანს, რომ ორგანული ტრეფიკით ბევრი ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ეს გულისხმობს, რომ საიტი კარგადაა ოპტიმიზირებული საძიებო სისტემისთვის.

Social – სოციალური ქსელებიდან გადმოსული მომხმარებლები. ამით შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად აქტიურად იყენებს კომპანია სოციალური მედიის არხებს.

Mail – აქ ჩანს, თუ რამდენად იყენებს კომპანია იმეილ მარკეტინგს, როგორც მარკეტინგულ არხს, რაც აისახება საიტის ვიზიტორების რიცხვში.

Display – დიფლეიში იგულისხმება სარეკლამო სახის ბანერები სხვადასხვა საიტებზე. Google Display Network ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნეთვოქია, თუმცა აქ ასევე იგულისხმება სხვა ფაბლიშერებიც.

ყველაზე ბოლოს რეპორტში ვნახულობთ ინფორმაციას საიტის ვიზიტორების ინტერესების შესახებ. ჩამოთვლილია ის გვერდები, რომლებსაც ეს ვიზიტორები სტუმრობენ და კონკურენტი საიტები.

როგორ დავაყენოთ Similar Web

თუ chrome -ის ბრაუზერს იყენებთ, მარტივად შეგიძლიათ შესაბამისი გაფართოების SimilarWeb – Traffic Rank & Website Analysis – ის დაყენება.

შედეგად ნებისმიერი საიტის ანალიტიკასთან წვდომა მაუსის ერთი კლიკით იქნება შესაძლებელი, როგორც ფოტოზეა.

similar web extension

შეზღუდვები

  • იმ შემთხვევაში, თუ საიტს ჰყავს ძალიან ცოტა ვიზიტორები, მონაცემების დაგენერირება ვერ მოხდება.
  • უფასო ვერსიით წვდომა გვაქვს მხოლოდ შეზღუდულ მაჩვენებლებთან.
  • მონაცემები, რასაც უფასო ვერსიით ვნახულობთ აბსოლუტურად ზუსტი არაა. ის უბრალოდ წარმოდგენას გვაძლევს საიტის ტრეფიკის ზოგად სურათზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

კონვერსიების ტრეკინგი

განსხვავება ფეისბუქისა და გუგლ ანალიტიკსის მონაცემებში

როგორ ხდება კონვერსიების ტრეკინგი და რატომ განსხვავდება მონაცემები ფეისბუქსა და გუგლ ანალიტიკს შორის? რომელი მარკეტინგული არხია ყველაზე ეფექტური?

გუგლ ანალიტიკსი

Google Analytics

გუგლ ანალიტიკსი გუგლის მარკეტინგული პლატფორმის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ჩვენს საიტზე გადმოსული მომხმარებლების სრული ანალიტიკა.