სლექი საკომუნიკაციო პლატფორმა

Slack – წარუმატებელი ვიდეო თამაშიდან საკომუნიკაციო პლატფორმამდე

სლექი – საკომუნიკაციო პლატფორმა

სლექი საკომუნიკაციო პლატფორმა: მას აქტიურად იყენებენ კომპანიები შიდა კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებით კი ახლა, როცა თითქმის ყველა დისტანციურად მუშაობს.

სამუშაო პლატფორმას, რომელმაც წარმოუდგენლად მცირე დროში უამრავი მომხმარებლის გული მოიგო, განვითარების საინტერესო ისტორია აქვს.

ცოტამ თუ იცის, რომ მისი იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ Tiny Speck – ის დამფუძნებლებს, რაც ონლაინ ინტერაქტიულმა თამაშმა Glitch – მა ვერ გაამართლა კომპანიის მოლოდინი და  რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ დაიხურა.

სლექის დასაწყისი – ვიდეო თამაში Glitch

Glitch იყო  ბრაუზერზე დაფუძნებული ონლაინ თამაში (მაინკრაფტისა და ფარმვილის ნაცნობი ელემენტებით), სადაც მოთამაშეებს შეეძლოთ: ერთმანეთთან ინტერაქცია, რესურსების შეგროვება, ავატარის პერსონალიზება, ა.შ.

Glitch ონლაინ თამაში

თამაშს არ ჰქონია კონკრეტული მიზანი – ეს იყო სათამაშო სივრცე, სადაც მომხმარებელს შეეძლო ეთამაშა დაუსრულებლად. სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Glitch – მა ვერ გაამართლა.

სლექის შექმნა

საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ფაქტიურად ონლაინ თამაშის ნარჩენებიდან შეიქმნა,  რადიკალურად შეცვალა გუნდებს შორის კომუნიკაციის ფორმა.

Tiny Speck – ი (კომპანია, რომელმაც შექმნა ვიდეო თამაში Glitch) თავად იყენებდა შიდა პლატფორმას ამერიკისა და კანადის ოფისებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. უკვე არსებულ პლატფორმას (Linefeed) დაამატეს ვიდეო თამაშიდან გადმოტანილი ჩეთის ოფცია, ემოჯიები…

ამ პატარ-პატარა დეტალებით სლექმა უფრო მეტი ადამიანური შტრიხები შეიძინა, რაც მისი განმასხვავებელი ნიშანი გახდა.

2014 წელს Tiny Speck -ის დამფუძნებლებმა სლექი დაანონსეს:

ქლაუდზე დაფუძნებული კოლაბორაციული ჩეთ პლატფორმა, რომლის მიზანიც იყო გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის გამარტივება.

„წარმოიდგინეთ მთელი თქვენი გუნდის კომუნიკაცია ერთ ადგილას. წამიერად მოძებნადი თემები და ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ადგილიდან. ეს არის სლექი.“

დაარსებიდან 1 წელიწადში სლექი გახდა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი.

სლექის ყველაზე შთამბეჭდავ სტატისტიკას შეადგენს გაშვებიდან პირველ 24 სთ ში 8000 მომხმარებლის რეგისტრაცია.

რამ განაპირობა სლექის წარმატება

კომპანიას არ ჰქონია დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი.

არ უწარმოებია ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია.

თუმცა, ის ძალიან მალე გახდა პოპულარული.

მედიის ყურადღება

სლექს წარმატებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა მედიის  ყურადღება და ინტერესი, რითაც ის ფაქტიურად უფასოდ გავიდა ფართო აუდიტორიის წინაშე.

ინტერესი ძირითადად განპირობებული იყო დამფუძნებლების პიროვნებებიდან გამომდინარე.

ოთხივე დამფუძნებელი Stewart Butterfield, Eric Costello, Cal Henderson, Serguei Mourachov იყვნენ წარმატებული საიტის Flickr – ის დამფუძნებლებიც, რომელიც 20 მლნ დოლარზე მეტად იყიდა yahoo – მ 2008 წელს.

მომხმარებლის აზრის გათვალისწინება

სლექმა პროდუქტის დატესტვა მომხმარებელთა მცირე ჯგუფით დაიწყო. როგორც სლექის დამფუძნებელი Stewart Butterfield იხსებს, თავიდან სთხოვდნენ მეგობრებს სხვადასხვა კომპანიებში, რომ გამოეყენებინათ ეს პლატფორმა. მიღებული უკუკავშირი კი პროდუქტის დასახვეწად გამოიყენეს.

კომპანია Rdio – ში სლექის გამოყენება ფრონტ ენდ დეველოპერების პატარა გუნდმა დაიწყო. შემდეგ დეველოპერების მთელმა გუნდმა და საბოლოოდ 120 – ვე ადამიანმა კომპანიაში.

Word of Mouth ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პლატფორმის განვითარებასა და პოპულარობას თვითონ დამფუძნებლები მომხმარებლის ფიდბექისადმი თითქმის ფანატიკურ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

პლატფორმის უამრავი დეტალი სწორედ მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინების შედეგად შეიქმნა.

ფუნქციონალურობა

მიუხედავად იმისა, რომ სლექს არ შემოუთავაზებია ბაზარზე აქამდე არარსებული, ინოვაციური პროდუქტი, პლატფორმას ჰქონდა დამატებითი შტრიხები, რამაც გამოარჩია კონკურენტებისგან.

მანამდე კომპანიები იყენებდნენ არა ერთიან, არამედ სხვადასხვა პლატფორმებს. ხდებოდა ინფორმაციის დაკარგვა, ძნელი იყო მესიჯების ტრეკინგი, სხვადასხვა აპლიკაციებს შორის გადართვა, ინფორმაციის მოძიების სირთულე, როცა თანამშრომელი ტოვებდა გუნდს.

სლექის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყველაფერი ყოფილიყო ერთ ცენტრალიზებულ პლატფორმაზე. მეგობრულმა საკომუნიკაციო შტრიხებმა და 24/7 მხარდაჭერამ ცალკეულ ადამიანებს და გუნდებს გაუმარტივა მისი ათვისება.

მთლიანობაში ფუნქციონალურობის და კარგი UX ის ერთიანობამ განაპირობა სწრაფი წარმატება.

შედეგად კი სლექმა შეძლო ის, რომ მომხმარებელმა ის უბრალოდ შეიყვარა. ეს კი ძალიან იშვიათია სამუშაო პლატფორმის შემთხვევაში.

რითაა გამორჩეული სლექი

მკვეთრი, მხიარული ფერები, ლოგო, slackbot, სახალისო ემოჯიები და გიფები.

ეს ერთი შეხედვით არასაქმიანი დეტალები სლექის განმასხვავებელი ნიშნები გახდა.

რეალურ ბიზნეს პლატფორმაზე გადმოტანილი ვიდეო თამაშის სახალისო ელემენტები, საბოლოო ჯამში გამართლებული აღმოჩნდა.

თან საქმე, თან გართობის პრინციპით შექმნილ სლექს ახლა უკვე 9 მლნ აქტიური მომხმარებელი და 43 კომპანია ჰყავს Fortune 100 – დან.

წაიკითხე სლექის ისტორია დეტალურად: When Slack was young: the early years

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?