სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში
სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში დღითიდღე მატულობს.
ამ ტენდენციას საქართველოც ფეხს უწყობს და ქართველი მომხმარებლების ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ოთხეული ასე გამოიყურება:
- Messenger
2004 წლიდან მოყოლებული, ფეისბუქი პირველობას არცერთ სოციალურ ქსელს არ უთმობს და დღესდღეობით ის მსოფლიოს ყველაზე დიდ სოციალურ არხად სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა (მომხმარებლები, რომლებმაც ავტორიზაცია ბოლო 30 დღის განმავლობაში გაიარეს) რიცხვი – 2.6 მილიარდს აღწევს.
სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში
2020 წლის მაისის მონაცემებით, ფეისბუქის ქართველ მომხმარებელთა რიცხვი კი – 2 888 000 ადამიანს შეადგენს, რაც საერთო მოსახლების 74,3%-ია.
მომხმარებელთა თითქმის 52% – ქალბატონია. აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა კი 25–34 წლამდე ასაკის ადამიანები გახლავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, თითქმის 3 მილიარდი ადამიანი იყენებს კომპანიის სულ მცირე ერთ პროუქტს მაინც – Facebook, WhatsApp, Instagram, Messenger.
ეს უკანასკნელი კი საქართველოში აქტიურ მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით, მეორე ადგილს იკავებს. მას სულ 2 454 000 ქართველი იყენებს ყოველთვიურად.
მესამე ადგილოსანი – Instagram-ია, 1 037 400 ქართველი მომხმარებლით. საქართველოში ყველაზე პოპულარული ოთხეულის ბოლო ადგილს კი უფრო მეტად საქმიანი ადამიანების პლატფორმა LinkedIn–ი 363 400 მომხმარებლით იკავებს.
წყარო: Statista; Napoleoncat