tiktok

ყველაფერი რაც უნდა იცოდე Tiktok-ზე

თინეიჯერების საყვარელი აპლიკაცია TikTok პოპულარობის ზენიტშია, TikTok-ერობა კი უკვე ცალკე სუბკულტურაა

TikTok ერთერთი ყველაზე მზარდი აპლიკაციაა, რომელიც ონლაინ სივრცეში ვიდეოს გაზიარების ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას მოკლე ვიდეოები სხვადასხვა მუსიკის, ფილტრების და ვიზუალების გამოყენებით.

იგი თითქოს Vine-ს გაქრობით გამოწვეულ დანაკლისს ავსებს დასავლურ ბაზარზე, სინამდვილეში კი გაცილებით დიდ საქმეს აკეთებს, ვიდრე მისი მსგავსი წინამორბედი აპლიკაციები. 

TikTok  ისევე როგორც Instagram, მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკუთარი თავი კრეატიული კუთხით წარმოაჩინოს და ამითი შემოსავალიც მიიღოს. TikTok –ზე ინფლუენსერობა ისეთივე საწადელია ახალგაზრდებისთვის, როგორც ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში.

და მაინც რა არის TikTok-ში ასეთი მისტიური?

ფოტო-Forbes.com


TikTok  არის iOS და Android სისტემის აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ვიდეოების შესაქმნელად და გასაზიარებლად. TikTok-ის მთავარი ნიშაა მისი კრეატიული და ხალისიანი ატმოსფერო. მსოფლიოში მიმდინარე რთული მოვლენების მიუხედავად ეს არის სივრცე, სადაც ყველა მუდამ ბედნიერია და ორიენტირებულია სხვის გაცინებაზე.

რაცმეტადკრეატიული, საზრიანი და ორგანული ხარ, მით მეტი მიმდევარი გყავს. უარყოფითი მოვლენების გაზიარება აქ უბრალოდ პოპულარული არ არის. TikTok  ალტერნატიული რეალობაა, სადაც ყველა ბედნიერია.

TikTok  2016 წელს ჩინეთში Douyin სახელით შეიქმნა. 2017 წელს ByteDance-ის მიერ აპლიკაცია გაეშვა სხვა, არაჩინურ ბაზრებზე. 

Douyin და TikTok ერთი და იგივე პროგრამული უზრუნველყოფაა, უბრალოდ ისინი ინარჩუნებენ სხვადასხვა ქსელებს, რათა შესაბამისობაში მოვიდნენ ჩინურ ცენზურასთან. TikTok ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით App Store და Google Play მაღაზიებში. 

TikTok-ის მსგავსი აპლიკაცია იყო Musical.ly, რომელიც 2017 წელს TikTok-მა შეიძინა და გააერთიანა მასთან. გაერთიანების შემგდომ TikTok გავიდა ამერიკის თინეიჯერების ბაზარზე, რომელიც მანამდე  Musical.ly-ის ეკუთვნოდა. აღნიშნულ შემთხვევაში Musical.ly-ის მომხმარებლების ანგარიშები (Accounts) ავტომატურად გადავიდა TikTok–ზე და ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც, ჩინურმა აპლიკაციამ შეაღწია დასავლურ ბაზარზე.

 TikTok-ს მისია ასეთია: “აღბეჭდოს და წარმოაჩინოს მსოფლიოს კრეატიულობა, ცოდნა და ცხოვრების ღირებული მომენტები პირდაპირ მობილური ტელეფონებიდან. TikTok  საშუალებას აძლევს ყველას იყოს შემქმნელი და მოუწოდებს მომხმარებლებს გააზიარონ მათი მისწრაფებები ვიდეოების საშუალებით,” ამგვარად, TikTok  სურს გაეჯიბროს ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა YouTube, Instagram, და Facebook, რომლებსაც ზურგს Google და Facebook კორპორაციები უმაგრებენ. 

ახლა, რაც TikTok-ის რაობაზე შევიტყვეთ, თვალი 2019-2020 წლის TikTok-ის მნიშვნელოვან სტატისტიკას გადავავლოთ, რაც მარკეტერებისთვის მეტად გამოსადეგი უნდა იყოს. 

TikTok-ის მნიშვნელოვანი სტატისტიკები

მნიშვნელოვანი სტატისტიკები

TikTok-ს ჰყავს 800 მილიონი აქტიური მომხარებელი (Datareportal, 2020) და იგი დეკადის საუკეთესო სოციალურ ქსელებს შორის მეცხე ადგილზეა. ამგვარად, წინ უსწრებს ისეთ ქსელებს, როგორიცაა LinkedIn, Twitter, Pinterest, and Snapchat.

აღსანიშნავია, რომ 150 მილიონი აქტიური მომხარებელი ფიქსირდება ჩინეთში, სადაც აპლიკაციის ჩინურ ვერსიას იყენებენ. TikTok აზიაში ფართოდაა გავრცელებული: კამბოჯა, იაპონია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი და ვიეტნამი. 

დაახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად თუ რა დროში მოიპოვა აპლიკაციამ აღნიშნული პოპულარობა შევადაროთ იგი სხვა სოც. ქსელებს: ინსტაგრამს გაშვებიდან 6 წელი დასჭირდება რომ მსგავსი მასშტაბებისთვის მიეღწია, ხოლო TikTok მხოლოდ 3. Facebook-ს დასჭირდა 4 წელი, რომ მიეღწია ამ რაოდენობის თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობისთვის.

TikTok გადმოწერებით რეკორდსმენია

გადმოწერების რეკორდსმენი

TikTok აქვს 2 მილიარდი გადმოწერა, იგი არის 2020 წლის პირველი კვარტლის ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაცია.

აპლიკაციამ მოხმარების პიკს 2020 წლის I კვარტალში მიაღწია. იგი 65 მილიონი ინსტალაციით უსწრებს მეორე ადგილოსან Whatsapp-ს. TikTok-მა მოხსნა 2016 წლის მესამე კვარტლის Pokemon Go-ს რეკორდი 308 მილიონი გადმოწერა. არცერთ არა-გეიმინგ აპლიკაციას არ ჰქონია ერთ კვარტალში 50 მილიონზე მეტი გადმოწერა. 

აღსანიშნავია, რომ TikTok არის ამ მასშტაბის ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც არის არა ამერიკული კომპანიის პირმშო, არამედ ჩინური “ნაწარმი”. მან გადაუსწრო ბაზრის ძირძველ მოთამაშეებს გადმოწერების რიცხოვნობით.

TikTok თინეიჯერების გულთამპყრობელია

თინეიჯერების გულთამპყრობელი

TikTok რომ თინეიჯერების საყვარელი აპლიკაცია არის უკვე ვახსენეთ. ტიკ ტოკის მომხმარებელთა 41% შეადგენს 16 დან 24 წლამდე ადამიანებს.  

აღსანიშნავია, რომ TikTok-ის შემქმნელებმა გააზრებულად გააკეთეს სწორება ახალგაზრდა აუდიტორიაზე. მათ კარგად გააანალიზეს კონკურენტების სამომხმარებლო ინტერფეისი, შეისწავლეს ახალგაზრდების ქცევა სხვა პლატფორმებზე და შექმნეს მათ ინტერესებზე, ქცევებსა და საჭიროებებზე მორგებული პლატფორმა. იგი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს გამოხატონ საკუთარი პიროვნულობა სიმღერის, ცეკვისა და კრეატივის გზით. 

TikTok მომხარებელი ქვეყნების მიხედვით

ტიკტოკის მომხმარებელი ქვეყნები

ასე გამოიყურება ტოპ სამი ყველაზე აქტიური ქვეყანა აპლიკაციაში. 

ინდოეთი შეადგენს გადმოწერების თითქმის 1/3-ს.

ინდოეთში აპლიკაციის პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ TikTok-მა ქვეყანაში განათლების ხელმშემწყობი პროგრამა ჩაუშვა, რაც საგანმანათლებლო ვიდეოების გაშვებას მოიცავს. TikTok ინდურ ბაზარზე  პოზიციონირებს როგორც განათლების გამავრცელებელი საშუალება, ვიდეობი შეეხება შემდეგ თემებს: მათემატიკა, სასკოლო ასაკის მეცნიერება, ახალი ენების შესწავლა, ჯანმრთელობისა და მენტალური შეცნობის საკითხები, სამოტივაციო გამოსვლები. 

TikTok ხელმისაწვდიმია ინდოეთში მოქმედ 15 ენაზე.

რამდენ ქვეყანაშია TikTok ხელმისაწვდომი

მომხმარებელი ქვეყნები

TikTok ხელმისაწვდომია 155 ქვეყანაში, 75 ენაზე. (Apptrace, 2019).

საინტერესოა იმ მეთოდების განხილვა, რომლითაც მან უდიდეს ბაზრებზე შეაღწია, აშშ-სა და ინდოეთის მაგალითი (იხ.ზემოთ). ფაქტია, რომ TikTok უნებურად არ ვრცელდება, მის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაზე ბევრს მუშაობენ. ადვილი შესამჩნევია, რომ დიდი ბაზრის კარებს სწორ გასაღებს უძებნის და შესვლის შემდგომაც იცის, როგორ მოშინაურდეს უცხო გარემოში და მოიგოს მასპინძლის გული.

ვიდეო-ნახვები ერთ დღეში

Influencermarketinghub-ის მონაცემებით 2018 წლის ანგარიშში ფიქსირდება, რომ TikTok-ზე დღიური ვიდეო ნახვები 1 მილიარდს აჭარბებს.

მოცემული სტატისტიკები ცხადჰყოფს, რომ პლატფორმა მეტად ყურადსაღებია. კომპანიის მართვის სტილი და დამოკიდებულება ბაზრებთან მეტად საინტერესო დაკვირვების საგანი უნდა იყოს მარკეტერებისთვის.

TikTok-ის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი ერთ მასად არ განიხილავს მომხმარებლებს, არამედ თითოუელ ბაზარს ტოვებს განცალკევებულად და ესაუბრება თავიანთ ენაზე: ჩინეთის და ინდოეთის მაგალითი.

მართალია მსოფლიო პანდემიამ აპლიკაციის წისქვილს წყალი გადაასხა, მაგრამ არც გუნდმა დააკლო მუშაობა და სწორი მიდგომებით სვლა.

შეიძლება ითქვას, რომ TikTok-მა ისწავლა ყველა სხვა წინამორბედის შეცდომებზე და საუკეთესოდ გამოიყენა სოციალურ ქსელებში მანამდე არსებული გამოცდილებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე?

რომელ პოსტს ვერ დავბუსტავთ ფეისბუქზე? Boost Unavailable

ფეისბუქი ცდილობს ბიზნესმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს რეკლამა მის პლატფორმაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში შეზღუდა იმ პოსტების რეკლამირება, რომელთა ფორმატიც არ აღმოჩნდა ეფექტური.

რეკლამა ფეისბუქზე call now

რეკლამა ფეისბუქზე სატელეფონო ზარის ფუნქციით

ფეისბუქზე რეკლამების უმრავლესობა შეტყობინების გაგზავნის ან საიტზე გადასვლის ოფციითაა. ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთს სურს, რეკლამის შედეგად მომხმარებელმა პირდაპირ დაურეკოს ტელეფონზე.