UTM პარამეტრები
როგორ ხდება UTM პარამეტრებით კამპანიების ტრეკინგი
თუ გვაინტერესებს, რომელი პოსტი, რეკლამა, იმეილი ან სმს აღმოჩნდა ეფექტური და მოჰყვა სასურველი კონვერსია საიტზე, UTM პარამეტრები სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ეს არის სპეციალური კოდი, რომელიც შეიძლება დაემატოს ნებისმიერ URL – ს (საიტის მისამართი) კლიკებისა და კონვერიების ტრეკინგისთვის Google Analytics – ში.
ვთქვათ, ვდებთ ფეისბუქზე პოსტს და ვუთითებთ საიტზე გადმოსასვლელ ბმულს. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, კონკრეტულად ამ პოსტიდან საიტზე გადმოსული ვიზიტორების ტრეკინგი, რამდენი მომხმარებელი გადმოვიდა და რა მოქმედება განახორციელა.
Campaign URL Builder – ის საშუალებით შეგვიძლია ავაწყოთ ბმული და სწორედ ეს ბმული გამოვიყენოთ პოსტში მისათითებლად.

როგორც ფოტოზე ჩანს, ველების შევსებას ვიწყებთ საიტის მისამართით.
- Website URL – ამ ველში ვუთითებთ საიტის მისამართს, ეს შეიძლება იყოს როგორც მთავარი გვერდი, ასევე რომელიმე კონკრეტული ლენდინგ ფეიჯი. მაგალითად, ვუთითებ კონკრეტული პოსტის ბმულს: https://emarketing.ge/facebook-newsfeed/
- Campaign Source (utm_source) – აქ ვუთითებთ კონკრეტულად რომელი სარეკლამო არხის ტრეკინგს ვახდენთ. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ფეისბუქი. campaign source – ში ვწერთ facebook.
- Campaign Medium (utm_medium) – აქ ვუთითებთ მედიუმს. ეს შეიძლება იყოს ბანერი, პოსტი, რეკლამა, ა.შ. ჩვენ შემთხევაში campaign medium – ში ვწერ post-ს.
- Campaign Name (utm_campaign) – აქ ვუთითებთ კონკრეტული პოსტის ან კამპანიის სახელს, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში campaign name – ში ვწერ პოსტის სახელს: newsfeed
* 5 პარამეტრიდან აუცილებელია მხოლოდ 3 პარამეტრის შევსება, როგორიცაა campaign source, campaign medium და campaign name.

სასურველი მონაცემების შეყვანის შემდეგ ვაგენერირებთ ბმულს, რომელიც გამოიყურება ასე: მისამართში ჩანს საიტის ბმული (კონკრეტული პოსტი, რომელზე გადმოსული მომხმარებლების ტრეკინგიც გვინდა), ?/ – ის შემდეგ კი URL builder – ით გაწერილი UTM პარამეტრები.

შეგვიძლია პირდაპირ დავაკოპიროთ და ისე გამოვიყენოთ ეს ბმული, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია შემოკლებული ბმულის გამოყენება bitly.com
სად ვნახულობთ მონაცემებს
მონაცემები Google Analytics – ში შეგვიძლია ვნახოთ 2 სხვადასხვა რეპორტში:
- Acquisition > All traffic > Source/medium.
- Acquisition > Campaign > All campaign

UTM პარამეტრები ზუსტად იგივენაირად შეიძლება გამოვიყენოთ მეილში ბმულის ტრეკინგისთვის, სმს-ის გაგზავნის დროს, პდფ-ის დოკუმენტში, სხვადასხვა საიტზე ბანერის განთავსების დროს, ა.შ.
სასურველია UTM პარამეტრები იყოს მოკლე და გასაგები. ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია რეპორტებიდან ინფორმაციის აღქმა.
UTM პარამეტრები
ფეისბუქზე სარეკლამო მენეჯერიდან რეკლამის გაშვებისას სარეკლამო მენეჯერი იქვე გვთავაზობს URL builder–ს. ასეთ შემთხვევაში აღარ არის საჭირო Campaign URL Builder – ის გამოყენება, ფეისბუქშივე შეგვიძლია ავაწყოთ ბმული კონკრეტულ რეკლამაზე.