vanity metrics

Vanity Metrics სოციალურ მედიაში

რა არის Vanity Metrics?

 Vanity Metrics ერთი შეხედვით მიმზიდველი, მაგრამ მოჩვენებითი შედეგებია, რომლებიც ხშირად არასწორად გამოიყენება სოციალური მედია კამპანიების შეფასებისას.

Vanity Metrics არაფრისმომცემი შედეგებია (metrics). ეს რიცხვები ეფექტურად გამოიყურება რეპორტებში, მაგრამ არ არის დაკავშირებული კომპანიის საერთო ბიზნეს შედეგებთან.

იმისთვის, რომ სწორად პარამეტრებით შევაფასოთ სოციალური მედიის ეფექტურობა, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ თუ რა არის ჩვენი მიზნები. რისი მიღწევა გვსურს სოციალური მედია არხებით.

  • საიტზე ვიზიტორების რიცხვის გაზრდა
  • ბრენდის ცნობადობა
  • პროდუქციის გაყიდვების გაზრდა
  • რეგისტრაციების გაზრდა
  • ვიზიტის დაჯავშნა, ა.შ.

რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული vanity metrics?

ლაიქები

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე გვერდისა და პოსტის ლაიქები თვალსაც უხარია, გულსაც და დიდი ალბათობით კომპანიის ხელმძღვანელსაც, რეალურად ფეისბუქის პოსტის ლაიქები და კომენტარები შეიძლება სულაც არ იყოს პირდაპირ კავშირში ისეთ ბიზნეს შედეგთან, როგორიცაა პროდუქციის გაყიდვები.

თავისუფლად შესაძლებელია, რომ პოსტისგან რამდენიმე ლაიქით უფრო მეტი ონლაინ გაყიდვა მივიღოთ, ვიდრე პოსტისგან უამრავი ლაიქითა და კომენტარით. ეს ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში.

ბევრი ფოლოუერები გვერდზე ერთი შეხედვით უნდა გულისხმობდეს, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული ჩვენი ბრენდით.

სამწუხაროდ ეს ასე არაა. გვერდის მოწონება მარტივია ერთი დაკლიკებით და ბევრ ძალისხმევას არ მოითხოვს.

მაგრამ რამდენია მათგან აქტიური? რამდენი მათგანი კონვერტირდება მომხმარებლად?

იგივე შეიძლება ითქვას Impressions – ებსა და Video View – ზეც. ბევრი ჩვენება და ვიდეოს ნახვა ნამდვილად გულისხმობს, რომ ბევრი ხალხი ნახულობს ჩვენს კონტენტს, მაგრამ რამდენი უყურებს რეალურად ვიდეოს? რამდენი ხანი ყოვნდება ყურებისას?

კლიკები

სოციალური მედიიდან ძალიან მარტივია ვიზიტორების გადამისამართება საიტზე. თუმცა რას გვაძლევს მხოლოდ ტრეფიკი?

როგორც წესი, გვინდა არა მხოლოდ ის, რომ ბევრი ხალხი შემოვიდეს ჩვენს საიტზე, არამედ ის, რომ ამ ტრეფიკმა მოიტანოს გაყიდვები, განმეორებითი რეგულარული ვიზიტები, ა.შ.

გვერდის ნახვები (page views)

ის, რომ თქვენს ბლოგზე დადებულ სტატიებს ბევრი ნახვა აქვს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. მაგრამ რამდენი ხანი ჩერდება მომხმარებელი სტატიის წაკითხვისას? რამდენია Bounce Rate ? (მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც შემოდის საიტის მხოლოდ ერთ გვერდზე და გადის დამატებითი ინტერაქციის გარეშე). თუ Bounce Rate მცირდება, ეს იმის ნიშანია, რომ ვიზიტორების ინტერესი იზრდება.

 რეგისტირებული მომხმარებლების ან გამომწერების რიცხვი

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა საიტზე ან გახდა გამომწერი, უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამდენი გახდა მათგან აქტიური მომხმარებელი, რომელმაც განახორციელა კონკრეტული მოქმედება: შესყიდვა იქნება ეს, ვიზიტის დაჯავშნა თუ სასურველი დოკუმენტის ჩამოტვირთვა.

მომხმარებლის თანხმობა სიახლეების გამოწერაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მაგრამ რამდენია CTR (click though rate)? რამდენი მომხმარებელი გადადის მეილში მითითებულ ბმულზე?

რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი პარამეტრი ყურადღება მისაქცევია და გარკვეული დასკვნების საშუალებას იძლევა. თუმცა, მთავარი არის ვიცოდეთ, რისი მიღწევა გვსურს სოციალური მედიის საშუალებით და აქედან გამომდინარე შევარჩიოთ პარამეტრები, რომლის ტრეკინგსაც განვახორციელებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის

ფეისბუქი რეკლამაზე  ტექსტის 20%-იან შეზღუდვას ხსნის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს ცვლილება დადასტურებული არ არის. თუმცა, ინფორმაცია სოციალური მედია ექსპერტებისგან უკვე გავრცელდა.   ტექსტის შეზღუდვის 20%-იანი წესი ფეისბუქი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ინსატაგრამსა და ფეისბუქზე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა რეკლამებს არაგადატვირთული ტექსტით. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა იმ რეკლამებს, სადაც ტექსტი ფოტოს 20%-ზე მეტი იყო. სპეციალურად […]

გამოვიყენოთ თუ არა ჰეშთეგები ფეისბუქზე?

ჰეშთეგები ფეისბუქზე თუ ფეისბუქზე ბიზნეს გვერდის მართვა გიწევთ, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, პოსტის შექმნისას ფეისბუქი ჰეშთეგის გამოყენებას გვთავაზობს. ჰეშთეგების გამოყენების შესაძლებლობა ფეისბუქზე 2013 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ რაც ეს პოპულარული გახდა ტვიტერზე. ჰეშთეგზე დაკლიკებისას ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა პოსტის ჩამონათვალს ვხედავთ. # სიმბოლოს შემდეგ ჰეშთეგად შეგვიძლია სიტყვებისა და ციფრების გამოყენება, მაგრამ არა – სასვენი […]